Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
musmusa blog

გზა უფლისკენ…

მთელი კაცობრიობა მართლაც რომ უდიდეს ხიბლში ვიმყოფებით, რადგან გვგონია, რომ უფლის გარეშე შევძლებთ ბედნიერ ცხოვრებას. ეს სიამაყე კეტავს ადამიანს საკუთარ თავში და აშორებს ღმერთს. სიამაყე არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ საკუთარი ცოდვები, საკუთარი უსუსურება და უფლის წინაშე ქედი მოვიხაროთ.

ჭკვიანია ის ადამიანი ვინც იცის საკუთარი უჭკუობა ….

ადამიანი სასუფევლის ღირსი სწორედ მაშინ გახდება, როდესაც აღიარებს, რომ უღმერთოდ არაფერს წარმოადგენს და რომ ღმერთია მისი „ცხოვრება, გზა და ჭეშმარიტება“.

რადგანაც ადამიანი მთელი სამყაროს მომცველია, მასშია არეკლილი დღევანდელი ქაოსური სამყარო თავისი დარღვეული ჰარმონიით… ადამიანის მთლიანობა პირველი ცოდვის ჩადენის დროს დაირღვა, როცა გონებამ, გულმა და სხეულმა ცალ–ცალკე დამოუკიდებლობა მოიპოვეს და მათ შორის დაიწყო კონფლიქტი. ადამიანში ყველაფერი ერთმანეთს ებრძვის: სულს ერთი სურს, გონებას მეორე, გული სულ სხვას კარნახობს… მაგრამ, ყველაზე მეტად შემაძრწუნებელი ის არის, რომ ადამიანი ვერ აღიქვამს საკუთრ დასნეულებულ მდგომარეობას და სწორედ ეს სიბრმავე გახდა ადამიანური თუ სამყაროსეული უბედურების მიზეზი.

მე თვალებში ჩავხედე ხილულ სამყაროს და მან მე უფალთან მიმიყვანა… ხშირად მიგრძვნია საკუთარი უძლურება და უფლის წყალობის გარეშე გაქრობის საფრთხე… ხშირად გამიცნობიერებია, რომ ღმერთმა აზროვნება სწორედ იმიტომ მომცა, რომ ამ ყველაფერს ჩავწვდე და მისი ძლიერება ვადიდო… მუდამ მახსოვდეს, რომ უფალმა ჩვენში თავისი ხატება და მსგავსება ჩადო და არ გვეპატიება ამ ხატებისა და მსგავსების დაკარგვა…

როდესაც ადამიანს სულიერი თვალი აეხილება, ღმერთის კვალს უკვე ყოველ ნაბიჯზე ხედავს... ადამიანი გვირგვინია ღვთის შემოქმედებისა და მასში მთელი სამყაროა ჩადებული ყველა თავისი კანონზომიერებით. ამიტომ ღმერთი ჩვენს სულიერ სამყაროში უნდა ვეძებოთ და არა ფილოსოფოსთა თუ მეცნიერთა ნაშრომებში. ღმერთი ჯერ გულმა უნდა იპოვოს და მერე გონება ჩააყენოს მის სამსახურში. როგორც ბლეზ პასკალი ამბობდა: „ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან.“

დაე, ვიყოთ გონიერნიც და ბედნიერნიც, არჩევანის უფლება ხომ ღმერთმა ჩვენ გვარგუნა …. და ჩვენ გადავრჩებით …

დიდება უფალს!

http://natiagogiashvili.wordpress.com/

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.