Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

უფლის ყვავილები

ტკივილის გარეშე ვერვინ წერს...

მეც მიყავრს წერა...მართალია,რედაქციები ჯერ არაფერს მიბეჭდავენ,მაგრამ, მე როცა ვწერ ასე მგონია აღარ მოვკვდები.......


****-სად მიდიხარ ადამიანო?

ნისლიან ბილიკებზე წელში მოხრილი მოხუცი შემხვდა..იღიმოდა..მცხეთაში მივდივარ,სვეტიცხოველში...სიბერეში ვიგრძენი სულის ტკივილი..მანამდე კი უდარდელად ვცხოვრობდი...ღმერთს არ ვაამე არასოდეს და სიბერემდე ვერ მივხვდი,როგორი ყოფილა უფლის სიყვარული...ეხლა კი უკვე ისე დავუძლურდი,რომ ლოცვის თქმაც მიჭირს,,,მებრძვიან ახალგაზრდობის ცოდვები...რა უგნური ვყოილვარ,რამდენი ლამაზი დღე გადავცვალე ლხინსა და დროსტარებაში....

ატირდა მოხუცი....

-სინანული,ხომ არასდროს არ არის გვიან მეგობარო?ვანუგეშე და საკუთარ თავს ჩავუღრმავდი,,მოვიარე ფიქრებით ჩემი სული და კარგი და გასახარი,რომ ვერაფერი აღმოვაჩნე, იქვე ჩამოვჯექი მთებივით გულდაფუფქული...

მოხუცი ფეხით მიუყვებოდა ცხოვრების ყველაზე ლამაზ ბილიკებს...ტიროდა... სევდისფერი დაჰკრავდა ფერმკრთალ სახეზე..სინანული არასდროს არ არის გვიან,მაგრამ რომ არ ვაგვიანებდეთ,რამდენ სილამაზეს მოგვიტანდა უფლის სიყვარული....

ბინდდება...

ქრება...

მთიდან ეშვებიან ეხლა უკვე უფლის სრულად განსხვავებული არსებები...ყვავილებივით შეფენილად ჩვენს სულებს და რამდენჯერ დამიკრეფია გაზაფხულზე ასეთი ყვავილები?რამდენი სასწაული გამომრჩა ამაოებით გართულს,რამდენჯერ ვერ შემინიშნავს უფლის ცრემლები??

მზეა..ნეტავ,რატომ ცხრათვალა?

ვის დაუთვლია მზის სხივები.როცა ერთმანეთის თვალებს აღარ ვაკვირდებით?არ გვაინტრესებს რატომ ტირიან ადამაინები?რა აწუხებს შენს მეგობარს და რატომ ვართ მუდამ დეპრესიასა თუ უიმედობაში??


****მთიდან ეშვებიან ,ეხლა უკვე, უფლის სრულად განსხავვებული არსებები და იებივით მოდებიან კლდეებს მხრებჩამოყრილებს..


Tags:

 
Interesting
positive votes: 15  |  negative votes: 0

Write comment:

-სინანული,ხომ არასდროს არ არის გვიან
#2, 19.10.2011 - 00:06
NANONANIKO (44)
GENACVALEEEEEEEEEE
#1, 11.10.2011 - 21:48
NAA ROGOR XART?
11.10.2011 - 21:49
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.