Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

მარტოობა მოწევაზე უარესია

დადგინდა, რომ სოციალური იზოლაცია ისევე ვნებს ჯანმრთელობას, როგორც სიგარეტის მოწევა და სპირტიანი სასმელები. ამას იმ გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომელიც იუტას შტატში ჩატარდა.

გასაჭირში მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანადგომა ორჯერ ზრდის ჯანმრთელი სიბერის შანსს.

300 ათასი ადამიანის გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მარტოობა ისევე ვნებს ორგანიზმს, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმლის მიღება. მარტოობა გაცილებით საშიშია, ვიდრე უმოძრაობა და ორჯერ მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიმსუქნეს.

შედეგები მოულოდნელია, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური მარტოობა ნაადრევი სიკვდილის რისკფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული. მათი თქმით, ადამიანი, რომელიც სხვებზე ზრუნავს, გრძნობს გარკვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ თავსაც მეტ ყურადღებას აქცევს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)



წყარო/Source: http://geo.ambebi.ge//meditsina/25017-martooba-motsevaze-uaresia.html#ixzz1aUq6LRMV

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.