Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ცხოვრება ჭუჭყიანი საცვალია,

ცხოვრება ჭუჭყიანი საცვალია,
შიშვლები დადიან პოეტები...
ფულს არ იძლევა და,
რა ძალია,
ჯიბეში ვუტენო სონეტები.

დღესაც ხასიათი ამერია,
სისხლში ალკოჰოლი მიბოგინებს,
ოთახშიც დამხრჩვალი ჰაერია,
მინებზე მივაწვი ნიკოტინი.

ძმამ თქვა,
რომ ბოზია დედამიწა,
თებერვალს დაუწვა მარტის თვეზე,
ყველა ყელში მწვდება,
ვინ დამიცავს,
ჰოდა,
სანამ დროა,
ავითესე.

საით და,
რა ვიცი,
არ მცალია...
მე ასე...
სხვამ წეროს სონეტები...
ცხოვრება ჭუჭყიანი საცვალია,
შიშვლები დადიან პოეტები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

serebriani (32)
ძალიან მაგარიააააააა
#1, 11.10.2011 - 23:33
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.