Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
CH1CHO blog

ამ ჩანახატში ასახული ფაქტები ნადვილი ამბავია :) გთხოვთ, შემიფასოთ... )))

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. სამარშუტო ტაქსით მივდიოდი, როდესაც დავინახე მოხუცი ქალი, ქალი შავებში, მათხოვარი იქნებოდა.. კეთილად ეღიმებოდა. უღიმოდა ბიჭებს, რომლებიც მასტან ახლოს ჩამომსხდარიყვნენ ფიცრებით გადახურულ ადგილას, ტროტუარს რომ უწევს ხოლმე მაგივრობას.
უეცრად გავიფიქრე, თუ რაოდენ გაჭირვებული უნდა იყოს მეთქი ეს მოხუცი, მაგრამ ახალგაზრდებს უღიმის და ცხოვრება უხარია... უხარია, რომ ცხოვრება არ შენელდება თავის ასაკთან და გაჭირვებასთან ერთად, რომ მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ამ ცხოვრებას მომავალი თაობები გააგრძელებენ... ასე იჯდა მოხუცი და ჭაბუკების შეუმჩნევლად უღიმოდა მათ...
უსლ უკანა რიგში ვიჯექი და ყურსასმენებით საყვარელ მუსიკას მივყვებოდი. არაფერზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ მუსიკას ”მივყვებოდი”, მაგრამ ამ სურათმა გული ამიჩუყა, იმ კეთილი ბებოს სახემ, რომელიც იმ წუთას ყველაზე ბედნიერი იყო (ალბათ), მაგრამ მეორე წუთს ბიჭებს რომ დაშორდებოდა, იმ ყმაწვილებს, თავისთვის რომ ილხენდნენ და დაუბრუნდებოდა თავის ტანჯულ, ამომშრალ ცხოვრებას, მაგრამ ამინც დარჩებოდა ის წუთები ტკბილ მოგონებად...
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა თვალები ამიცრემლიანდა.. არ მინდოდა, ხალხის წინაშე მეტირა, ამიტომ ყურადღება მუსიკაზე გადავიტანე, მაგრამ ამანაც ვერ მიშველა, მაინცდმაინც... ის სურათი კვლავ ჩემს ფიქრებში ტრიალებდა... ტრიალებდა და არ ჩერდებოდა...
შემდეგ ისევ მომაწვა ცრემლი, მაგრამ ისევ შევიკავე...
თურმე, რა ვარდისფერია ეს ცხოვრება, მიუხედავად შენი უამრავი გასაჭირისა, როცა შეგწევს ძალა, გაიღიმო! გაიღიმო რამდენიმე წუთით.. არა! თუნდაც, რამდენიმე წამით, მაგრამ გულით..!

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 1

Write comment:

enji777 (29)
cxovreba rtulia magram aris mo0mentebi roca yvelaperi gavicydeba...
#4, 12.10.2011 - 14:56
ერთი რამის თქმა შემიძლია კარგი ადამიანები ხართ ))))**
#3, 12.10.2011 - 11:44
musmusa (26)
გაიხარე შენ,არ მიტირია მაგრამ,იმოქმედა ამ ჩანაწერმა.მართლაც ვარდისფერია ეს ცხოვრება.
#2, 12.10.2011 - 10:53
ra kargi xedva gqonia...gaigimo tundac gulit
#1, 12.10.2011 - 10:52
madlob= ))
14.07.2012 - 15:29
 

User
offline
offline CH1CHO
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.