Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

მიყვარხარ. გაიცინე:)

ცხადია მომენატრე. ფიქრებიც ბერდებიან,
უშენოდ მოწყენილი ზეციდან ჩავა მთვარე
და ღმერთის განსაცდელით უმცირეს გვერდებიან
ლოცვების წიგნსაც უკვე მესამედ ჩავამთავრებ.

მიყვარხარ. გაიცინე, გიხდება მითუმეტეს,
ამაო როდი არის ბოდიშის გულუხვობა,
ჩემს ყველა გამოხედვას კარები მიუკეტე,
ამ ლექსის დაწერისას მე იმას ვგულისხმობდი -

რომ მართლა მენატრები, რომ მართლა... დამიჯერე,
ცრემლებში დაიხრჩობა მაგ თვალთა ირონია,
სხვისთვის თუ არაფერი, ჩემთვის კი გეუბნები
ჩემს გამო დაცდენილი ცრემლები მირონია.

ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.