Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nuca123 blog

ჩემს მეგობრებს…

ყველა სიკეთიდან, რომელთაც ცხოვრება სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა... ზუსტად არავინ იცის, როდის იბადება მეგობრობა... როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს მას, აქაც, სათნოებათა წყებაში, ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც გულებს პირთამდე გვივსებენ... ასე იბადება ენით უთქმელი გრძნობა, წმინდა სიყვარული, რომელსაც მეგობრობა ჰქვია… მეგობრები ის ადამიანები არიან, რომელთაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ ცხოვრების გზაზე მეგზურად, რათა ეს გზა უფრო ადვილად სავალი გახდეს… ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდით იქნებიან და სიცოცხლეს გაგვილამაზებენ… მადლობა… მადლობა უფალო, რომ ასეთი მეგობრები მაჩუქე… მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოხვედით… მე თქვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხართ… ♥ ♥ ♥

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline nuca123 (21)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.