Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

პრველი:შენი ხმა გავიგე

ღამით დამირეკე.ამ ფაქტმა ორმაგად გამახარა.პრველი:შენი ხმა გავიგე და მეორე:ანუ ძილის წინ ჩემზე ფიქრობ.შენთან ჩემი ერთ-ერთი სისუსტეა ხშირად იჩენს თავს ეს შენთან ყოფნის სურვილია.მინდა სულ ჩემთან იყო ნუთუ ბევრ რამეს ვითხოვ/?ხანდახან გგონია რომ არ მიყვარხარ,ეს იმიტომ,რომ ჩემებურად,არაამქვეყნიურად მიყვარხარ.“დამღალა“ შენმა მოგონებამ,თურმე რა რთული და მტკივნეული ყოფილა.ყველგან შენს სახეს ვხედავ,ხანდახან რომ გამოერევა იდუმალი ღიმილი.შენი სუნი მუდამ მე დამდევს ალბათ გინდა რომ ყველგან შეგიგრძნობდე.ჩემი ფიქრები და ოცნებები ხომ შენ გიკავშირდება.შენით ვარ მოცული,მინდა ეს დიდხანს გაგრძელდეს,ჩემი ხარ საუკუნოდ. ზარამდე თავს ცუდად ვგრძნობდი,დაღლილს მეძინებოდა,მაგრამ ყველაფერი დამავიწყდა შენს გარდა.ბოლოს კი ჩაგეძინა.დიდ ხანს ვუსმენდი შენს სუნთქვა.ის მძიმე და თანაც რაღაცით კმაყოფილი ჩანდა.მინდოდა მეთქვა შეჩერდი!მე ვისუნთქებ შენს მაგივრად-თქო,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.გუშინ დავრწმუნდი თუ რა ყოფილა ჩემტვის შენი ამქვეყნად ყოფნა,ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამ ბედნიერებისთვის.ბოლოს კი აღელვებულს მეც ჩამეძინა.ვიმედოვნებ ჩემი და შენი სუნთქვა შეხვდნენ ერთმანეთს,ჩვენს მაგივრადაც ჩაეხუტნენ.იციი?ხანდახან ვფიქრობ ამაზე მეტი სიყვარული აღარ შემიძლია,ეს პიკია ჩემი გრძნობების. მიყვარხარ.მენატრები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.