Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ვთამაშობ...

ვთამაშობ...
თვალების ჭაობში მიგათრევ
თამამად...
სუსტი გაქვს ნერვები, გეტყობა...
ცოტაც და...
შენს კარტებს თვითონვე მომართმევ,
სიმშვიდედაკარგულ
სათქმელებს მეტყვი და
დამიცდი...
თვალებით მე ისევ ვარტისტობ,
ადრეა, ჯერ ჩემთვის
ჩადრები ავიხსნა...
განიცდი...
გიჭკნება სიმშვიდის ვარდის რტო,
ფიქრობ, რომ დამთავრდა,
კარტები გაიხსნა...
მე ისევ ვთამაშობ,
თამაშს აქვს წესები...
ჯერ უნდა ჭაობში ბოლომდე შეგიშვა...
განიცდი...
ცივი გაქვს რატომღაც ხელები,
იმღვრევი მგონია...
არც ერთი შენიშვნა?!..
სულ რაღაც თვალებით,
გგონია გაძალებ?!..
მომყვები მოთმენით...
წყენასაც არ აჩენ,
არა და, არც ბავშვის აღარ გაქვს ასაკი,
მიკვირს,
იხრჩობი, და არც ცდილობ, გადარჩე
დამთავრდა...
გულწრფელად მგონია, რომ მორჩა...
თვალების წავლება ფიქრების ქამარში...
შევმცდარვარ,
კვლავ ისე მომყვები,
როგორც ჩანს,
ცხოვრებაც ბოდვაა,
ვნება
და თამაში...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.