Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonita5555 blog
ხანდახან მინდა, წყალს მოვეფერო
შენი სახე რომ არეკლა ღამით,
ხანდახან მინდა, დრო გავაჩერო
შენთან ყოფნა რომ გავწელო წამით.
ხანდახან მინდა, მზეს ჩავეხუტო
შენ რომ ყოველდღე გიგზავნის სითბოს,
ხანდახან მინდა, ქარს გავებუტო,
რომ არ გაკარებს მზის სხივებს თითქოს.
ხანდახან მინდა, შევეხო შენს სულს,
რომ თან ვატარო ეგ სითბო დარად,
ხანდახან მინდა, არა, მუდამ მსურს
შენთან რომ ვიყო, ძვირფასო მარად.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline nonita5555 (28)
საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.