Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

სად არის ჩემთვის სამაგიერო, საბედნიერო სად არის სული?

"დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ, როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე. შემოიღამებს მთის ნაპრალები, და თუ როგორმე ისევ გათენდა, ღამენათევი და ნამთვრალევი დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან. ღამენათევი და ნამთვრალები მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს, შემოიჭრება სიონში სხივი და თეთრ ოლარებს ააელვარებს. და მაშინ ვიტყვი: აჰა, მოვედი გედი დაჭრილი ოცნების ბაღით. შეხედე,დასტკბი ყმაწვილურ ბედის დაღლილ ხელებით, წამებულ სახით! შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები, წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,- ღამენათევი და ნამთვრალევი სავსეა ცრემლთა შურისძიებით! დასტკბი! ასეა ყველა მგოსანი? შენს მოლოდინში ასეა ყველა? სული, ვედრებით განაოცები, შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა. სად არის ჩემთვის სამაგიერო, საბედნიერო სად არის სული? ვით სამოთხიდან ალიგიერი მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული."


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.