Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა.

ლექსი ყაბულსაა შუბლზე დამეწეროს, მუზამ გამოცალა სიტყვის აზარფეშა და ხელის გულივით გაშლილ ხოდაბუნზე, მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა. ზვარში , სავსე მტევნის გაისმის ღრეობა, ბაღში , გაიხეჩა მთვრალი ბროწეული, სიმინდის ტაროებს მაჯებში დაამტვრევს, ქარი მეტიჩარა , ავად მორწეული. ცოტაც და...ორ დღეში დადგება ზამთარი, ქვიტკირის მარნის კარს შემოხსნის სიმთვრალე, ვიცი, უსათუოდ მასაც გააღიმებს, კედელზე აკინძულ ძახველის სიმრავლე. და მერე იფიფქებს...ჰო, ისე ლამაზად, მთვარეს გაართობენ უძილო ჭოტები) ბუხრის წინ ქათქათა ღამეებს დავართავ, თბილ ამბებს მოგიქსოვ...და დაგელოდები


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.