Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
te-o blog

ჩვენთან არს ღმერთი! შვილო ჩემო..


-დამლოცავთ, მამაო?
-ღირსი ხარ, შვილო ჩემო?
-არა, მამაო...
-ღმერთმა დაგლოცოს, შვილო...
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო...
-და უძლეველი, შვილო ჩემო...
-რომ მოვკვდები სად წავალ, მამაო?
-სადაც აირჩევ, შვილო.
-ეგ როგორ, მამაო? ცოდვილი თუ მოვკვდი ხომ ჯოჯოხეთში მოვხვდები?
-შენც ცოდვას ნუ აირჩევ, შვილო ჩემო და არ მოკვდები ცოდვილი!
-მართალია მამაო, სადაც ავირჩევ იქ წავალ...
-ჯერ არ ყოფილა, შვილო, დასავლეთში მიმავალი, აღმოსავლეთში მისულიყო...
-მეშინია მამაო, გზა რომ შემეშალოს?! მზე რომ არ ამოვიდეს?
-ქრისტეს სიტყვები გიმეგზურებენ, შვილო...
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო...
-და კაცთმოყვარე, შვილო ჩემო...
-მაინც მეშინია, მამაო...
-რისი შვილო?
-მარტოობის და უსიყვარულობის, მამაო...
-ოო, მაგის მეც მეშინია შვილო ჩემო, მაგრამ არასოდეს არ ვართ მარტონი!
-როგორ არა მამაო, აი თუნდაც ახლა...
-არ ხარ მარტო! ღმერთია შენთან, შვილო...
-რა იცით, მამაო?
-ღმერთი ყველგან და ყველასთანაა, ვინც ეძიებს მას, შვილო ჩემო!
-მამაო, თქვენ ჩემთან ხართ და გხედავთ კიდეც. თუ ღმერთიც ჩემთანაა, რატომ ვერ ვხედავ მას?
-გაახილე თვალები შვილო...
-ვხედავ მამაო...
-ჩვენთან არს ღმერთი! შვილო ჩემო...''

Tags:

 
Interesting
positive votes: 19  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.