Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nnattikko blog
წუხელ მეათასედ ღამე გადავტეხე,
ჩანდა მინებიდან მთვარე - კაბოშონი,
ღმერთო,
ჩამომხედე სულში კიდევ ერთხელ,
ან ამ დღეებიდან სისხლად გამოჟონე,
თორემ ავაშენე ისევ ბაბილონი,
ცენტრში გოდოლია,
ირგვლივ - ბალაგანი...
და თუ ახლა რამე სუნთქვას აიოლებს,
და თუ ახლა სადმე დარჩა გასაქანი,
მეტი - მე არ ვიცი,
მეტი - მე არ მინდა,
მხოლოდ შენ ერთი ხარ,
ღმერთო,
გამამთელე,
ორად გახლეჩილი,
ისევ მიამიტად
მინდა უმნიშვნელო ვიყო,
ბაგატელი,
მეტი არაფერი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nnattikko (28)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.