Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonita5555 blog
ვინა ხარ,რა ხარ,
იქნებ მართლაც ლამაზი გეთქმის,
ვიცი,რომ აქ ხარ,
არაფერი არ ვიცი მეტი.
სხვებსაც არ გავხარ,
აუგს აბა როგორ გაკადრებ,
მაგრამ ვინა ხარ,
სად იყავი ანდა აქამდე?
ისეთი თვალით დაგინახე,
ისე შეგიტკბე,
პასუხი მხოლოდ შენ გაეცი
ჩემს ძველ შეკითხვებს,
დაგინახე და
ჩემი კერპი გახდი მაშინვე,
დარდი წამგვარე,
დამაამე და დამამშვიდე.
არ ვარსებობდი
ჭეშმარიტად შენ გაცნობამდი,
თავს ამდენს რატომ ვიტყუებდი,
სად მივტოპავდი?
მაინც რა ცოტა რამ მკლებია
სრულ სიბეცემდის,
არადა რატომ
მხოლოდ შენ და შენ არ გეძებდი?!
ვინა ხარ,რა ხარ,
საიდან და რატომ მოდიხარ,-
ახლაც არ ვიცი,
არ ვიცოდი როგორც ოდითგან.
შემომეძარცვა ყველაფერი,
მარტო გულიღა
შემრჩა და მხოლოდ მან იცის,რომ
სიყვარული ხარ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline nonita5555 (27)
საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.