Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
musmusa blog

უბრალოდ გზა აებნა...

უბრალოდ გზა აებნა...
უბრალოდ გზა აებნა...
„წუთებს ვითვლი ალბათ მალე დადგება ის რასაც ველი უკვე მეორმოცე დღეა. თქვენ წარმოიდგინეთ და ისევ ნიას ოთახში ვარ სარკეს ვუყურებ და ვხედავ მხოლოდ კედელს, კედელზე ფოტოებს და ზუსტად სარკის ცენტრში გამოჩნდა ჩემი და ნიას ფოტო. ო როგორ მენატრება ნია ეს დრო, იცი როგორ მენატრება შენთან ყოფნა, შენი ხელების სითბო მაკლია ნია და ვიცი რომ შენც გაკლია. რა დავაშავეთ ნია, რატომ მაინც და მაინც ჩვენ! მითხარი ნია. იცით რამდენი ადამიანი ვნახე ამ ორმოცი დღის განმავლობაში, რამდენი არ იყო იმის ღირსი რაც ჩვენ წაგვართვეს ნია.“
შენ წარმოიდგინე მკითხველო ამას ის მთელი ხმით ყვიროდა , მაგრამ მისი არავის არ ესმოდა. დიახაც მისი არავის ესმოდა. მოდით ცოტათი გარკვევით რომ ავხსნათ ყველაფერი, დავუბრუნდეთ იმ დღეს როდესაც ყველაფერი დაიწყო. არა აშკარად ვერ ვარ კარგად მკითხველო, ყოველთვის ბოლოდან ვიწყებ..
ვიწყებ იქიდან , როდესაც მიხვდა თუ რა სჭირდა.
„ არა ეს შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელი გესმით ხალხნო, მე უბრალოდ მეძინა. დე ხმა გამეცი, მე აქ ვარ ნუ ტირი აგერ შენს გვერდით ვდგავა. არა ეს სიზმარია აშკარად სიზმარი“
ქალი ყმაწვილის ცხედარს დასტიროდა, რომელიც უსულოდ ესვენა თავის ოთახში. იცით რა ცივი იყო სხეული, თითქოს არასდროს არ ჩქეფდა მასში სისხლი, თითქოს უბრალოდ ქვა იყო და სხვა არაფერი.
„გადავირევი, არ მესმის რა ხდება, მე აქ ვარ ეგ არ ვიცი ვინ არის“
როგორც მიხვდით, სული გიჟივით დარბოდა ოთახში ყველას არწმუნებდა რომ ცოცხალი იყო. ყველა მას დასტიროდა სიკვდილი უეცარი იყო , ის ზურგიდან მოეპარა ბიჭს და სული მოსტაცა თავისი ხელებით. აი ნიაც მოვიდა, გოგო ბიჭივით გათეთრებულიყო ის მივარდა გვამს და არ მოეშვა.
„ნია შენ მაინც მისმინე, გესმის ჩემი აქ ვარ“ ნია ტიროდა ,ცრემლად იღვრებოდა, ბოლოს ცრემლებიც კი არ შერჩა საწყალ გოგონას. მეგობრებმა ძალით გაიყვანეს.სული გაეკიდა ნიას, ნელ ნელა ყველაფერს მიხვდა. ეს არა სიზმარი, არამედ მწარე რეალობა იყო.
სულს არ უნახავს თუ როგორ დაკრძალეს, არ უნდოდა თავისი სხეული ცივი და გაყინული ენახა. როდესაც სარკეში იხედებოდა თავის თავს ვერ ხედავდა, ვერც ფეხებს გრძნობდა და ვერც ხელებს.ყველა ვინც კი უყვარდა და ვისაც კი აფასედა უბრალოდ უცხონი გახდნენ მისთვის, ვერავინ ვერ გრძნობდა მის სიახლოვეს.
გარდაცვალებიდან მესამე დღეს მიაბარეს მისი სხეული მიწას, ნიას მეტის გადატანა უკვე აღარ შეეძლოა. ავიდა თავის ოთახში სადაც სული ყოველთვის ელოდა.
„ნია მოხვედი, ბევ რი ხანია რაც გელი“ გოგონა ტიროდა, შემდგომ მივიდა კარადასთან და წამლების გამორჩევა დაიწყო , მას სიკვდილი სურდა მის გარეშე ყველაფერი უაზრო იყო და უფერული..
„რას შვები ნია, გთხოვ შეეშვი სისულელეს, მე აქ ვარ“ ამ დროს კარზე დააკაკუნეს, ნიამ გადამალა წამლები. დედის აცრემლებულმა თვალებმა გადააფიქრებინა გოგოს ეს სულელური ნაბიჯი. როგორც ამ სამი დღის განმავლობაში, ნია დღესაც ტირილმა დააძინა, ჯერ წაართვეს ცრემლებმა ძალა და შემდგომ მოასვენეს...
„ნია გესმის ჩემი?! ნია აქ ვარ“ „ კი მაგრამ როგორ, ხომ მოვკვდი?!“ „არა ნია მისმინე სულ ცოტა დრო გვაქ, მე ყოველთვის შენთან ვიქნები, გთხოვ შეეშვი სისულელეებს და გახსოვდეს რომ მიყვარხარ“ „მეც ნიკა , მეც მიყვარხარ“ გოგონა ვერ ხედავდა სულს, მაგრამ მის სიახლოვეს გრძნობდა. როდესაც სითბობო იმატა მას გაომეღვიძა, ეს მზის სხივი იყო რომელიც ფანჯრიდან შემოვიდა.
ნია სახლიდან აღარ გადიოდა, სულს არ შეეძლო ამის ყურება, თუ როგორ იტანჯებოდა მისი საყვარელი ადამიანი, ამიტომაც მხოლოდ საღამოსკენ მოდიოდა ნიას ოთახში. დღე რას შვებოდა?! სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ, თუ რა გადაიტანა სულმა ამ ორმოცი დღის მანძილზე. პირველი მოგზაურობა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სულის საყვარელ ადგილზე დაიწყო, ეს იყო ავტობუსის გაჩერება. სწორედ აქ შეხვდა პირველად ნიას, სწორედ ეს შეხვედრა გაახსენა რაღაც ფაქტმა.
„როგორც ყოველთვის, ეს ბიჭი სულ უნდა ელოდებოდეს ავტობუსს“ სული გვერძე მოუჯდა უფროსკლასელს, რომელიც ნიკას ყოფილ სკოლაში სწავლობდა. ახსოვდა თუ არა ჩვენი სული ამ ბიჭს, არა რადგან ნიკა ოცდასამი წლის იყო როდესაც გარდაიცვალა, ეს ბიჭი კი თექვსმეტი წლისაა სახელი მგონი ირაკლი ქვია.სულის ამბავი მასაც გაეგო, ადრე როდესაც მესამე კლასში იყო სულ ნიკას ბაძავდა, სწორედ ეს გაახსენდა ირაკლის და ნაღვლიან სახეზე ოდნავ გაიღიმა
„რაზე გეცინება ნეტა, მაიცა საითკენ იხედები, ვის მიაშტერდი ასე?!“ სული წამოფრინდა, ირაკლი გოგონას უყურებდა და თან იმეორებდა „დღეს აუცილებლად, დღესვე თორემ შანსი საერთოდ არ გექნება“ .გოგონამ სულის ადგილი დაიკავა „უკვე ადგილსაც მახევენ, ოჰ
ეს ახალგაზრდები“ .
-გამარჯობა.
გოგონამ უცებ გადახედა ირაკლის, შემდგეგ გვერძე გაიხედა და რომ დარწმუნდა მის გარდა არავინ იყო გაჩერებაზე , გაკვირვებით უპასუხა ყმაწვილს.
-გამარჯობათ, ვიცნობთ ერთმანეთს ?
-მემგონი კი, უფრო სწორედ არა, ჩვენ ერთად დავდივართ ავტობუსით ყოველთვის გაკვირდებოდით და დღეს რატომღაც მოგესალმეთ.
-გასაგებია, თქვენი სახელი?
-ირაკლი.
ირაკლიმ გადახედა გოგონას, იმის იმედით რომ სახელს ეტყოდა.
-ა ჩემი სახელი, „ნ“.
-უკაცრავად ,მაგრამ ვერ მივხვდი.
-მოკლედ რადგან ასე ხშირად ვხვდებით შენიკ თქმით ირაკლი, მაშინ მოდი ცოტათი ვითამაშოთ.
ირაკლი დაიბნა, სულმა რათქმაუნდა კომენტარი არ დაიშურა „რა თამაში, მთლად გაგიჟდა ეს გოგო, ირაკლის ასე არევ დარევა აკლია ახლა!“
-მგონი მივხვდი.
-და თუ მიხვდით მაშინ ხვალ ახალ მინიშნებას მიიღებთ.
-მოდით ერთი შესწორებაც შევიტანოთ, ჩვენ ვიქტორინას ნომრებიც მივუმატოთ.
-კარგით. ხუთი..
-ეს არ ითვლება, ყველა ნომერი ხუთით იწყება.
-კარგით მაშინ, ხუთის გარეშე ცადეთ დარეკვა.
„ნ“-ს გაეღიმა. ბიჭი დაიბნა, მაგრამ სულ არაფერს ჯობდა.
-კარგით ქალბატონი „ნ“ აი უკვე ჩვენი ავტობუსიც მოვიდა.
-ვაიმე რამდენი ხალხია, ალბათ აჯობებს აქვე დავემშვიდობოთ ერთმანეთს.
-კარგით ხვალამდე ქალბატონო „ნ“ .
-ნახვამდის ირაკლი.
გოგონა ავტობუსის წინა კარებიდან შევიდა, ბიჭი უკანა რიგებში მოყვა და გაუჩინარდა..
„ესეც ასე, რა გამომგონებლები არიან ეს გოგოები“ მართალია ეს სიხარული მას არ ეხებოდა, მაგრამ ადამიანობას ახსენებდა სწორედ ინ დღეებს როდესაც ის ყველასთვის ნიკა იყო და არა მაწანწალა სული...
დღეები მიქროდა, ზუსტად ერთი კვირა გავიდან გოგონას ნანუკა ერქვა, ტელეფონის ნომერს ორი ციფრი აკლდა და ყველაფერი მორჩებოდა. მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდოდა, რისთვისაც ორივენი მზად იყვნენ. კვირის ბოლოს კინოში უნდა წასულიყვნენე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა...
„სად არის ეს გოგო, რატომ აგვიანებს“ სული აუყვა ქუჩას ბოლომდე ვერსად იპოვა გოგონა, ალბათ ერთი დღე ვერ შეძლო გამოსვლა, მაგრამ ასე დაახლოებით სამ დღეს გასტანა.ირაკლი ძალიან ნერვიულობდა, გული ცუდს უგრძნობდა. სული როდესაც ცოცხალი იყო არ ყოფილა მასთან ახლოს, ამიტომაც ვერც მან ვერ იპოვა ნანუკა..
„ირაკლი გაინძერი რამე ქენი, საერთო მეგობარი მოძებნე ან რამე ქენი“ ირაკლიმ ერთ ხერხს მიმართა ყველას გადაურეკა 01-დან დაიწყო და 33 -ზე შეჩერდა, ზოგი ნომერი არ არსებობდა, ზოგსაც სხვა იღებდა დაბოლოს როდესაც 33-ეს ჯერი დადგა ნანუკას ხმა გაისმა.
-ნანუკა შენ ხარ?! ხმა გამეცი ნანუკა!
-მე ვარ ირაკლი, კი მაგრამ როგორ ?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს, სად დამეკარგე რატომ აღარ დადიხარ სკოლაში? შენ დაქალებსაც ვერ ვხედავ.
გოგონა წამით შეჩერდა.
-ირაკლი მისმინე, ძალიან ცუდად ვარ აჯობებს დამივიწყო, მემგონი ბოლოჯერ ვესაუბრებით ერთმანეთს.
-რას ამბობო ნანუკა ვერ ვხვდები.
-ირაკლი მშვიდობით.
-ნანუკა მოიცადე, ნანუკა მიყვარხარ, მითხარი სად ხარ ნანუკა არ მიმატოვო.
-ირაკლი მეც მიყვარხარ.
ნანუკამ ტელეფონი გათიშა, ირაკლის თავში ათასი აზრი უტრიალებდა, მაგრამ სიმართლე ალბათ ეთი და მწარე იყო. სულმა პირველად სიცივე იგრძნო, ალბათ ცრემლების მაგივრად მისი სული იყინებოდა.“ნუთუ მასაც იგივე უნდა დაემართოს რაც ნიას“ სული გაგიჟდა გადაირია, გაფრინდა მაღლა, ოდესღაც როცა ცოცხალი იყო სიმაღლის ეშინოდა, ყვიროდა მაგრამ მისი არავის ესმოდა, ბოლოს როდესაც დაწყნარდა, როგორც ყოველ საღამოს დღესაც მივიდა ნიასთან სახში. მას უკვე ეძინა, მისი სიზმრებიც რათქმაუნდა ნიკას ეხებოდა, მაგრამ ნიკა უკვე ვეღარ უკავშირდებოდა ნიას..
ყოველ დილით გაჩერებასთან, როგორც კი ინათებდა მიდიოდა სული და მოუჯდებოდა გვერდით ირაკლის. მისთვის როგორც ადამიანისთვის, დრო გაყინული იყო, ის აღარ გავდა თავის თავს, მის თვალებში სიცარიელე სუფევდა, დილიდან საღამომდე სულთან ერთად იდგა გაჩერებასთან ნანუკას მოლოდინში,მაგრამ ამაოდ ბედისწერას მისი ბედი სწორედ ასე გადაეწყვიტა...
გავიდა კვირა,ირაკლისთვის ალბათ საუკუნის ტოლფასი კვირა, სულს მეტი აღარ შეეძლო, თითქოს მის დარდს ირაკლის „ბარგიც“ ემატებოდა და ნელ ნელა ისიც იყინებოდა. სულმა ნაცნობი , უფრო სწორედ ამოუცნობი პიროვნება შენიშნა, რომელსაც მის გარდა ვერავინ ხედავდა „ ჰეი შენ მანდ შეჩერდი ამიხსენი ვინ ხარ“ კაცს ხელში რვეული ეკავა, სულს ყურადღება არ მიაქცია, თითქოს რაღაც შესწორება შეიტანა რვეულში და უკან დაიწყო სიარული. სული გაედევნა, მაგრამ იდუმალი ადამიანი სადღაც აორთქლდა, როდესაც უკან ბრუნდებოდა მას გოგონამ ჩაუარა. მისი თმები, სიარულის მანერე სულს ძალიან ეცნო „ნუთუ ეს ნანუკაა“ გოგონა ირაკლისთან მივიდა, თვალებზე ხელები დაადო და ყურში ჩასჩურჩულა
-ოცდაცამეტი.
ირაკლის ტანში ჟრუანტელმა გაუარა, ნუთუ ეს მოჩვენება იყო.მან ნანუკას ნაზ ხელებს შეახო
თავისი თითები, იცნო მისი წვრილი თითები ,რომლებიც ყოველთვის ცივი იყო, ალბათ ირაკლის სითბო აკლდათ.
-ნანუკა ეს შენ ხარ?!
ბიჭმა ხელში აიყვანა გოგონა სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.
-კი ირაკლი მე ვარ, იცი როგორ მომენატრე.
-მეც ნანუკა, იცი როგორ მიყვარხარ, უშენოდ სიცოცხლეც კი არ შემიძლია, მეგონა სამუდამოდ დაგკარგე.
-მეც მეგონა ირაკლი, მაგრამ ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით.
სული აღფრთოვანებული იყო ამ სანახაობით, მაგრამ ერთი რამ ძალიან აკვირვებდა ამოუცნობი პიროვნება ,რომელიც მათ უახლოვდებოდა..
უკან მობრუნებულ სულს წინ ამოუცნობი პიროვნება გადაეღობა“მითხარი გესმის ჩემი?“ „მესმის და აჯობებს სისულელეებში არ დახარჯო დრო, შენც იცი რომ აქ სამუდამოდ ვერ იქნები“ „ვიცი, შენ ვინ ხარ?“ „ მე უბრალოდ დამკვირვებელი ვარ, შენნაირ გზა აბნეულებს სწორ გზაზე ვაყენებ“ სული გაბრაზდა, ის თითქოს იწვოდა „ კი მაგრამ, ცხოვრებაში რატომ არ გვიწყობთ ხელს და რატომ არ გვაყენებთ სწორ გზაზა?“ „ჩვენ სწორ გზას გიჩვენებთ, მაგრამ თქვენ ყოველთვის მოკლე გზას ირჩევთ... უბრალოდ მინდა გითრა რომ სულ რაღაც ორი კვირა დაგრჩა“ „მერე რა მოხდება?!“ ამოუცნობი პიროვნება თავის გზას გაუდგა, შემდგომ შეჩერდა და სულს გახედა „მერე იწყება ყველაფერი..“ და გაქრა.
ამ სიტყვებმა ძალიან შეაშინეს სული , მასში უკვე შიში დაბინავდა და ამ ყოველივემ გაახსენა ის დღე როდესაც მოკვდა.“ ნუთუ მას ვეღარ ვნახავ, მე ის მიყვარს, ღმერთი არა გწამთ?! მაპატიეთ რამე თუ დავაშავე, დამაბრუნეთ გთხოვთ.“ ხმა რათქმაუნდა არავინ გასცა.
მთელი დღე მარტო იყო, იჯდა ნიას კორპუსის სხვენზე და ფიქრობდა თუ რა ელოდა მომავალში, სად აღმოჩნდებოდა ან საერთოდ რა მოუვიდოდა. გაახსენდა ამოუცნობი პიროვნების სიტყვები და კვლავაც შიშის ნაპერწკალმა ჩაუარა. იხსენებდა წარსულის ცოდვებს, თუ როგორ შორს იდგა სარწმუნოებისგან, მაგრამ ახლა უკვე ვერაფერს ვეღარ შეცვლიდა...
წარმოიდგინეთ დრო უცებ გავიდა, უკვე სათებიღა რჩებოდა დასასრულის დასაწყისამდე. ყოველი წამი ძვირფასი იყო სულისთვის, ის უკვე გამოემშვიდობა ყველას თქვენ წარმოიდგინეთ და თავის საფლავიც დაათვალიერა, ბოლო გაჩერება რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გახლდათ ნიას სახლის. აქ აღმოხდა ის სიტყვები მარტოდ მარტო დარჩენილს სულს, რომელიც შიშისაგან ძალზედ უიმედოდ მისტიროდა ტანჯვის დასასრულს. ენატრებოდა ნიას თბილი ხელები, მისი სითბო აკლდა გაყინულ ხელებს. ნიასცრემლები გულს უხეთქავდა სულს, მისი დარდი შუაზე აპობდა მას და უმზლავრებდა სიცოცხლის წყურვილს.
ღამე ჩუმი იყო ის დიდი პატივით მიაცილებდა გზა აბნეულ სულს წუთისოფლისდან. ნიას უკვე ეძინა და სიზმარში ნიკას ხედავდა, ის ისევ ისეთი იყო როგორც მაშინ როდესაც პირველად ნახეს ერთმანეთი. შეხვედრის ადგილიც ზუსტად იგივე იყო, მაგრამ სიტყვების შინაარსი განსხვავდებოდა . დამშვიდობება ძალიან რთული აღმოჩნდა სულისთვის, მაგრამ რას ვიზამთ მან მოიხადა თავისი ვალი ცხოვრების წინაშე.
ოთახი დღეს უცანურად განათდა სულისთვის, შემდგომ ამ ნათელს ჩვეულებრივი მზის სხივი მოჰყვა რომელმაც გაათბო ნიას ოთახი. ოთახში ნიას გარდა უკვე აღარავინ იმყოფებოდა, მზის სხივები უკვე ვეღარ ათბობდნენ გზა აბნეულის სულს. ნიამ როდესაც გამოიღვიძა დიდი სიცარიელე იგრძნო გულში , თითქოს მისი იქიდან რაღაც ამოვარდა და გაფრინდა შორს, ძალიან შორს სადაც ყველა გზა აბნეული საბოლოოდ ხვდება...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.