Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonita5555 blog
მე შენ მიყვარხარ
როცა წვიმს მაშინ,როცა წვეთები
ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია
და მე მივდივარ ღიმილით იქაც
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში ,გვალვაში როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულად
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...
მე შენ მიყვარხარ
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება რომ გადის დრო და
რა მენაღვლება თუკი ვბერდები?!
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში...
და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა ეს ლექსი ,და იცი უკვე
შენ,რომ მიყვარხარ,
მე,რომ მიყვარხარ

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

eleganti20 (26)
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში...
#1, 15.10.2011 - 01:41
 

User
offline nonita5555 (28)
საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.