Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mobutuseseseko blog

gvtaebrivi poezia

იქნებ

შენი სული დაჭაობდა,
შენ მაგ ჭაობს ვერასოდეს გაიგებ,
ვითომ ჩემმა აჭარლობამ,
საქართველოს შეუგინა რაიმე?!
მტერი მუდამ აჭარბებდა,
ყველა ტკივილს დრო მოჰკლავს და წაიღებს,
ნუთუ ჩემმა აჭარლობამ,
საქართველოს წაუხდინა რაიმე?!
რაც ვიყავი კარგად იცი,
თავად კითხე შენს ხელდასმულ კაი ყმებს,
აჭარლობამ, ამ ბედკრულმა აჭარლობამ,
საქართველოს გაუცუდა რაიმე?!
მაჭახელში ეხლაც ლპება,
სისხლიანი მუხის კუნძი, – ვაიმე!
იმ სისხლმა და იმ მდუღარე ლეკერტებმა,
საქართველოს წაუბილწა რაიმე?!
სულში რისხვა გაჭენდება,
გაჭენდება გმინვაც ყველა ეზოდან,
ჩემი კარგი და ძირძველი აჭარლობა,
მავანს გულზე ეკლად რატომ ესობა?!
რა თვალები მომებჯინა?
რა ჯოჯოხეთ-ჯურღმულებით მზირველი,
ტბელობა და სელემობა გან არიყო,
ქართველობის საწინდარი პირველი?!
სულში რისხვა გაჭენდება,
უნებურად ხელს ხანჯალზე გაივლებ,
ნუთუ ჩემმა სევდიანმა აჭარლობამ,
საქართველოს წაუხდინა რაიმე?
ეს რა ქრის ნათლობა აქეთ,
შავ გულგვამში გამომწყვდეულ მამათა
რომ ნაღდი და ჭეშმარიტი ქართველი ვარ,
იქნებ სულაც ეს არ მოსწონთ მავანთა?!
მარქვით, იქნებ ოდნავ არ იასმათა?
იქნებ სულაც ვეღარ იავთანდილა?
ჩვენი იუსუფ კობალაძის ყაბალახმა,
ჩვენი ნანა გვარიშვილის მანდილმა?
თავად ქრისტე რჯულისათვის,
ყოველივე აქ ხომ სისხლით შენივთდა,
იქნებ რამე აქვს სადაო, – საქართველოს,
ყაბალახში თავმოკვეთილ სელემთან?!
მიმავალნი კი ერთი არის,
წარმართული ქვა-ქუსლებით მოლეწილს,
ღვთაებრივი ქრისტეს ჯვარი,
საქართველოს მე პირველმა მივეცი!!!

ZURAB GORGILADZE

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

zurab gorgiladzisaa. cnobili poetia, aw gansvenebuli, achareli
#2, 15.10.2011 - 22:32
anonimi (28)
კარგი ლექსია და ვისია? თუ საიდუმლო არ არის
#1, 15.10.2011 - 13:46
 

User
offline
offline mobutuseseseko (36)
საფრანგეთი, Paris, Paris



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.