Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ოთხკუთხედი წერილი...


თუ პოეტი ხარ
ე.ი ღამეს ასე ენება,
წერ შიგადაშიგ -
ცის მსაჯული,
დროა - თემიდა...
და ხვდები ლექსში
სხვისი აზრის გამოყენება,
ველოსიპედზე გადაჯდომას
ნიშნავს ცხენიდან.
ანუ შენც ერთი მხედარი ხარ
შენივ ულაყის,
ლურჯა ცხენების
გადაფარო ცდილობ რეკორდი
და გრჩება მთელი საუკუნე
გადაულახი,
საკუთარ თავს რომ
ვერა და ვერ დაუმეგობრდი.
ეპოქაც მალე
ახალი წლით დაირახტება,
მითი მითადვე შემორჩება ხვდები -
საფოზე...
და მაღალ-მაღალ სართულებში
შეყრილ კახპებს კი,
დრო მალე დაბალ
ეშელონში ჩამოაბოზებს.

-
ეს რაც ვიფიქრე,
როცა მარტო დავრჩი -
იმ დილით,
მერე სახეზე შეგამჩნიე
ზეცის ბუნება
და მსურს ვისესხო ახლა შენგან -
შენი სიკვდილი,
ცხოვრებაში რომ
არასოდეს არ დაგიბრუნო.
ეს სტროფიც ისე ზოგადია
როგორც პლანეტა,
მრჩება შეგრძნება რაღაც ცივი,
რაღაც ირიბი,
ლექსი თუ გინდა -
აგერ ყრია ვედრო მანეთად,
ხოლო პოეტი შედარებით
უფრო ძვირი ღირს,
ანუ საკუთარ ამბიციას
ბედი უპოვა
ბევრმა და ღამეს
როგორც წესი ასე ენება,
მე კი მგონია რომ უბრალოდ
თიხის კუბო ვარ
და ჩემში ერთ დღეს
პოეზიას ჩაასვენებენ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 17  |  negative votes: 0

Write comment:

agni121 (39)
მე კი მგონია რომ უბრალოდ
თიხის კუბო ვარ
და ჩემში ერთ დღეს
პოეზიას ჩაასვენებენ.
#2, 15.10.2011 - 17:48
anonimi (28)
კაი კი არა მაგარია
#1, 15.10.2011 - 15:39
15.10.2011 - 15:41
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.