Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Maya Angelou - Still I Rise

ისტორიიდან ძალგიძს გამაქრო,
გზაზე სიცრუის მიდო ნაღმები,
ძალგიძს ბინძური ხერხით დამლაშქრო,
მაგრამ იცოდე, მტვრისგან აღვსდგები.

ნუთუ გაღონებს ჩემი ხალისი?
რატომ ხდი წყვდიადს ძნელად დასათმობს?
თითქოს დავდივარ ოქროს საწმისით
და მოვიპოვებ ჩემს სახლშიც ნავთობს.


როგორც მთვარე და როგორც მზე - ჟღალი,
მიქცევ-მოქცევის ზუსტი ტალღებით,
იმედს აზვირთავს ტალღა - მაღალი
და მეც აღვსდგები.

შენ გსურს რომ მნახო მე გატეხილი?
დახრილი თავით, სველი თვალებით
და ცრემლებივით მხარმოწყვეტილი,
სული - ცრემლებით ნასაფლავები?

ნუთუ მოგხიბლა ამ ქედმაღლობამ?
ასე სასტიკად ამას ნუ დარდობ,
ვიცინი, თითქოს საბადოს ვფლობ და
ოქროს ზოდებად ჩემს ეზოს ვადნობ.

შენ შეგიძლია მესროლო სიტყვა,
შენ შეგიძლია დამჭრა მაგ მზერით,
შენ შეგიძლია ზიზღითაც მომკლა,
მე ჰაერივით, კვლავაც აღვსდგები.

ასე რომ გრთგუნავს ჩემი ხიბლია?
სიურპრიზად ვხვდი ნუთუ შენს გრძნობებს?
ვცეკვავ და თითქოს ვფლობდე ბრილიანტს
ისე უყურებ შენ ჩემს თეძოებს.

სირცხვილის ქოხს, იმ გარდასულს დავძლევ,
და მე აღვსდგები!
წარსულის ფესვთა ტკივილში გავძლებ,
და მე აღვსდგები!

შავი და ფართე ოკეანე ვარ,
გამდიდრებული - უხვი მოქცევა.

ღამით დავტოვე შიში, ტერორი
და მე აღვსდგები!
დილის სხივებად - მრავალფეროვნით
ისევ აღვსდგები!

წინაპართაგან მომაქვს ქონება,
მე ვარ იმედი - მონის ოცნება.

და მე აღვსდგები!
და მე აღვსდგები!
და მე აღვსდგები!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.