Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
galaktioni333 blog

ჩემი დღიურიდან.....

მოწყენილობისგან ვკვდები ასე ვთქვათ...ბლოგი რისი ბლოგია,ალბათ შემიძლია როგორც ჩემს დღიურში ჩავწერდი ისევე დავწერო აქ...მეზარება ყველა და ყველაფერი...შენს გარდა...ყოველ წამს ვიტყუები და ამ დროს გული დამცინის..ვამბობ არ მენატრებათქო და გული ამომძახებს ხოლმე:სულელო ვის ატყუებო...არც არავის მხოლოდ ჩემს თავს რომელიც უკვე ისე მიშლის ნერვებს ლამის ყელი გამოვჭრა...ლამის თვალები ამოვთხარო,რომ ბოლოსდაბოლოს ასე სასტიკად არ უყუროს ამ ყველაფერს..შენით ხომ არ მთავრდება სიცოცხლე?ვიცი რომ იქ სადღაც ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს და ღიმილით გავიხსენებთ ყველაფერს...არა მე არა,მე სევდანარევი ღიმილი მექნება...შენ რომ ვერ იტანდი ისეთი მზერა...ოღონდ ნუღარ მეტყვი,რომ ზიზღით გიყურებ,მე ხომ ასე არავინ მყვარებია? : (( =(((
გუშინ ჩვენს სკამს ჩავუარე და თვალები ცრემლებით ამევსო...
მარტო რომ ვყოფილიყავი ტირილს დავიწყებდი...რამდენ რამეს მპირდებოდი...არასდროს მჯეროდა ამ დაპირებების,მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი...თუნდაც იმით რომ ჩვენ ერთმანეთის მოსმენა და ტყუილებიც კი გვიყვარდა...გახსოვს მაინც რამდენს შურდა ეს ურთიერთობა?ჩვენ ხომ ბავშობიდან ასე ვიყავით...ალბათ ეს ურთიერთობა სიყვარული გვეგონა...არა მე არა,მე ისევ მიყვარხარ,მაგრამ შენ დაიბენი და სიყვარული ტყუილს დაარქვი...
გეფიცები მაგ ტყუილის გარეშე უფრო ბედნიერი ვიყავი...მაშინ როცა მეგობრებად ვთვლიდით ერთმანეთს გული არ მტკიოდა,რადგან სულ სითბოს ვჩუქნიდით ერთმანეთს...თუმცა ყველაფერი ჩემმა სისულელემ შეცვალა...ისე ამაყად ვთქვი შენთან როგორ ვიქნებითქო თითქოს არაფერი ყოფილიყავი...არადა გული გაჰკიოდა,სამყაროზე მეტად მიყვარხარო...შენ იცოდი ჩემი სიჯიუტე...ჩემი სიამაყე...როგორ გამაფრთხილე რომ მახსენდება ტკივილით მეღიმება:"დრო მოვა ყველაფერს ინანებ,მაგრამ ნუღარაფერს დამაბრალებ,შენ ყოველთვის ჩემი იქნები"...თუმცა რა მოხდა ბოლოს?წახვედი მოიყვანე ცოლი...მე ვინანე ჩემი სიამაყე,ეს სიჯიუტე...მაგრამ შენი არ ვარ მე...ამაში შეცდი მხოლოდ...რატომღაც მოინდომე ჩემთან დაკავშირება კიდე...ნეტავ რას ელოდი?რომ ღიმილით მიგიღებდი?სამწუხაროდ შენ უკვე სხვა ცხოვრება გაქვს...მე კი...მე მარტოობის ცხოვრებას ვარქმევ ყველაფერს და ვმარტოობ...მეშინია...მეშინია რომ გული მეტკინება და ასე სჯობს...მარტოობაში გულს ვერ მატკენენ...ვერავინ მიმატოვებს და ვერავისთან ვინანებ ჩემს სიამაყეს შენს გარდა...

ჩვენი გზები ერთმანეთს ხვდება...ოდესმე მაინც შევხვდებით და გთხოვ ნუღარ ეცდები თვალებში ჩამხედო...ისინი ვერასდროს ცრუობენ და გამცემენ...უშენოდ ვკვდები...უშენოდ ნახევარი ვარ,მაგრამ ამას მხოლოდ მარტოობაში ვაღიარებ...შენს წინ კი ვამბობ,რომ მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ იმიტომ რომ შენთან აღარ ვარ!!
ასეთი სულელი ვარ...მეტირება და მინდოდა ვინმესთან მელაპარაკა...გულს ვიმშვიდებ აქ წერით... =((((

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.