Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

მთელი სიცოცხლე შარბათის, შხამის, ეკალს და დაფნას შორისა ვცხოვრობ.

ცხოვრება I შარბათთან ერთად, შხამიც თუ არ სვი, ისე არც შარბათს არა აქვს გემო. ცხოვრება სხვაა და მისი ფასი ყველამ არ იცის, ძვირფასო ჩემო. წყალნი წავლენ და...დარჩება ქვიშა, თქვენც დაიცლებით სავსე თასებო. ყველა არ ცხოვრობს, ვინც ქვეყნად იშვა. ზოგი ცხოვრობს და... ზოგი - არსებობს. II ეს არის მისი სიამე, შვება: იხვეჭს, აგროვებს, ჭამს, მღერის, ფრთას შლის. ასეთ კაცს მგონი, არცა აქვს ნება, ქვეყნად მეც ვარო, რომა თქვას ხალხში. რა არის მისი თავი და ბოლო, ის თქვენ შეგხარით ბროლ - ალმასებო. და კი არ ცხოვრობს, არსებობს მხოლოდ, თანაც არ იცის, - რისთვის არსებობს! III აი, ასეთიც ხომ შეგხვედრია: მოთქვამს, წუწუნებს, გლოვობს ერთიან. მისთვის სიცოცხლე მწარე ხვედრია და რამდენს ცოცხლობს, - ეს სულ ერთია. მოწყენილი და გაუცინარი, ხან ჯიუტია, ხანაც ჰგავს დამჯერს და იმ დღეებსაც, რაც ჯერ წინ არის, მოელის, როგორც მოუხდელ სასჯელს. IV მხოლოდ იცინის?! ან მხოლოდ კვნესის?! თვითონ იწამლავს თავის ცხოვრებას. ცხოვრება არის პოეტის ლექსი, განიცადე და გემახსოვრება. ვერ შეისრულე, რაც გულით გსურდა? ამაზე დარდი არ ღირს სრულიად. ერთფეროვანი ცხოვრება მუდამ მოსაწყენი და უფერულია. არცა სიმდიდრე, სულ რომ ელტვიან, არც ქალი, ახლა მკერდზე რომ გეკვრის. არცა დიდება, მოსული გვიან, ცხოვრება არის ტკივილი ნეკნის. დარდი გერევა? გულს ნუ გაიტეხ, ნუ დაგიმონებს სულის სატანა. იდექი ისე, ვით ძველი ციხე, რომელმაც შესძლო ბევრის ატანა. ნუ შეგაშინებს ბილიკი ვიწრო, უნდა გხედავდნენ უტეხს და მედგარს. დაფნის გვირგვინი სრულად რომ იგრძნო, ჯერ უნდა ეკლის გვირგვინი გედგას. ხალხის ტკივილი შეიგრძენ მყისვე, ტკივილად შენივ ძარღვის და ნეკნის. დაფნის გვირგვინიც ატარე ისე, თითქოს გახურავს გვირგვინი ეკლის. ფუჭი დიდება ნურაფრად გიღირს, ნურც მაშინ იტყვი ბედის სამდურავს, ერთ დღეს, ვიღაც რომ მოგხსნის მაგ გვირგვინს და თავზე ეკლის გვირგვინს დაგხურავს. თითქოს ელოდი, კვლავ შეეთვისე და გულგასატეხს ნუ იტყვი ნურას. ეკლის გვირგვინით იარე ისე, თითქოს კვლავ დაფნის გვირგვინი გხურავს. V ზოგი დღე ღვთიურ სიამედ მოვა, ზოგს თან მოჰყვება გლოვა და ცრემლი. ზოგჯერ ვატყობ, რომ სიმღერის დროა, ზოგჯერ ისე ვარ, ხმას ვერ მცემს ვერვინ. მეც ჩემი წილი ყამირი მოვხან, ეკალ-ბარდები მეც შემხვედრია. არ დამცდენია წუწუნი, ოხვრა, რადგან ძნელი გზა, - ჩემი ხვედრია! ყველა ხედავს და მომსწრეა ამის, არ ვწყევლი ჩემს ბედს, - ბედს საამბოროს. ... მთელი სიცოცხლე შარბათის, შხამის, ეკალს და დაფნას შორისა ვცხოვრობ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.