Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

და მაინც... ისევ ისეთი ვარ- როცა ვღელავ სიჩუმეს ვსუნქავ და ფეხის წვერებზე ვიწევი...

ფეხის წვერებზე ავიწევი ბოლომდე ავმაღლდები და სიჩუმეს ჩავისუნთქავ... ასე ჩემს ფილტვებში გაზაფხული დაივლის... მერე სახლისაკენ ასკინკილით წავალ, მეზობლის ალუჩებს მოჭუტული მზერით ავხედავ და ცხვირიც ამეპრიხება მსუნაგი სურვილისგან... (აქ ჯერ პატარა ვარ...) ღამით ქარს მოვუსმენ, ფანჯრებსაც ღიას დავუტოვებ- რომ იქრიალოს ოთახებში- რომ აფრიალოს ფარდები, რომ გადმოცვივდნენ რაფებიდან წლობით ნაგროვები და ნაზარდი ქოთნის ყვავილები... ზოგი საჩუქრად რომ მომართვეს, ზოგი რომ ვითხოვე, ზოგი ჩუმად რომ მოვტაცე უგულო პატრონს... ვგიჟდები ისე მიყვარს ქარის გრიალი- და ფარდების თავაწყვეტილი ფრიალი... (აქ უკვე სადღაც შუაში ვარ- ალბათ პირველად, მართლა რომ შემიყვარდა იქ...) მზეში, ჰამაკში ჩავჯდები, საყვარელი ლექსების კრებულს კალთაში ჩავიდებ და ერთხელაც არ გადავშლი- ისე წავიკითხავ ამოჩემებულ სტროფებს... მზე თვალებში ჩამანათებს, ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა, უხერხულად გავიმშრალებ სახეს და ცას ავხედავ-სარკეში ჩასახედად... (აქ უკვე მოვხუცდი-ხელებზე და თვალების კუთხეებში წლები სხივებად მეტყობა) და მაინც... ისევ ისეთი ვარ- როცა ვღელავ სიჩუმეს ვსუნქავ და ფეხის წვერებზე ვიწევი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.