Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ლექსებმისჯილი.

სასაცილოა, სექტემბერში მოვიდა შობა
და ფოთოლცვენას აუჭედა ფიფქით კარები.
გესმის სიცილი? სადღაც, ისევ თამაშობს ვიღაც,
ჩვენ კი დასტაში ჩავალაგეთ ყვავის ქალები.

საოცარია, ჩვენთან ისევ მოვიდა მარტი.
უკვე ფოთლები შემოდგომად შფოთავენ ძილში.
მე კი უბრალო მაწანწალა, ვითხოვ გიყვარდე
და ამ სურვილით მთელ სამყაროს ვუდგები ჯიბრში!

ამ ღერსაც ისე სწრაფად ჩავწვავ როგორც ცხოვრებას.
ვიღიმები და ვგრძნობ,რომ მიცდის სადღაც სიკვდილი.
მუზებმა, ალბათ დამანათლეს უშენოდ ყოფნა
და შემატოვეს ამ სამყაროს ლექსებმისჯილი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.