Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

თოვს და ისევ ისე -

თოვს და
ისევ ისე -
მთვარეარეული
სიტყვებს დავატარებ
თითქოს გარინდებად,
ჭიქა არაყშია
სუნთქვა გარეული,
უკვე მოახლოვდა -
გონის დაბინდება.
აჰა -
კიდევ ერთი
ღამეც გადაგორდა,
ირგვლივ ყაყანი და
მთვრალი ექსცესია,
ისევ უშენობა...
ვეღარ მოვიშალე -
გულში სიმთვრალე და
სულში დეპრესია...
აღარ ვანებივრებ -
ფიქრებს საუბრებით,
დილაც შეიშლება
ვიცი ნაბიჯებად,
ხოდა გათენებაც -
ასე გაგრძელდება,
თოვლის ნამქერებში
ახალ გაგიჟებად.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.