Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

თუ არ გეზარება, დაათვალიერე.

ღამე პოეტივით შავად გავათიე,
სიზმარგამოცლილი გდია ხასიათი,
ყველა ემოცია, დარდს რომ აბათილებს,
ღიმილივით გახდა იაფფასიანი.

მისადგომთან ვდგავარ ყოფის უარყოფის,
მძიმე ჯალათია ვნების მარწუხები,
ხისტია ჟანგბადი, ვერა, თუ არ მყოფნის,
ჭიანჭველებივით წლებიც მაწუხებენ.

ახლა არ დამიწყო, რამ დაგაბერაო,
წინ გაქვს საუკუნის თითქმის ნახევარი...
აბა, კიდევ რამდენ ზამთარს ვაფერადო,
ფოთლებმოკლულ ხეზე ყინვის ნახელავი...

პულსიც უნებურად ამერ-დამერია,
ბგერა დამიმუნჯდა ნათქვამცარიელი,
სული ტკივილების არის გალერეა,
თუ არ გეზარება, დაათვალიერე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.