Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
svintitinklia blog

როცა დადგება განკითხვის ჟამი


როცა დადგება განკითხვის ჟამი
გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის,
შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სისხლსა და ცრემლებს, გულსა და სინდისს....
თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა,
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი...
მადლობას რისთვის მიხდიო მკითხავს,
გაკვირვებული დარჩება ღმერთი.....
-მადლობელი ვარ უფალო რადგან,
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი,
ჩემით ვსწავლობდი ფრენას თუ ფართხალს
და არა მხოლოდ წყალობით უფლის...
_მიყვარდა, მძულდა, სამშობლო მქონდა,
თიხა ვიყავი, მაგრამ ვმღეროდი,
და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს
კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდის..
მადლობელი ვარ უფალო რადგან
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი..
მეხვია მტერი და ყველა მათგანს,
მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი.....



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.