Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

grdznobbeze rogor tamashoben

შენმა სახემ მოთოვა გუშინ ჩემ ცივ სიზმარში
შენმა სახემ მოთოვა გუშინ,
შენმა ბროლის თითებმა და ქათქათა ტანმა...
უკაცრიელ ქუჩებში ენთო ლამპიონები...
ბარდნიდა...
მთვარე ნაცემ ძაღლს გავდა...
მე ვიდექი ფანჯარასთან, ვეწეოდი და
მიყვარხარ... მძულხარ...
მიყვარხარ... მძულხარ...
მიყვარხარ... მძულხარ...
ხურვებიანი ავადმყოფივით ვიმეორებდი...
შენ კი თოვდი...
შენ კი თოვდი დაუსრულებლად...
და მე შევბრუნდი, ჩავიცვი პალტო, გავედი გარეთ,
და მაცდურად ჩემ წინ გაწოლილ
შენს უკარება ცივ და თეთრ სხეულს
უხეში და ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით
ნეტარებით გადავუარე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.