Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

მე და შენი მომავალი ცოლი



ხანდახან ეჭვი მეპარება,
ვიყავი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე უარესი,
არადა შენი მომავალი ცოლი
საუკეთესოს მოგცემს თავისას
კარგად დააკვირდი:
მას თითზე ბეჭედი ზუსტად ისე დაუმრგვალდება
როგორც
მე თავზე შარავანდედი
და პირველ ღამეს,
ღილები ზუსტად ისე დაწყდება,
როგორც
ჩემი გული...
ეს ერთპარკუჭნახევრიანი ყუმბარა
ისე იჩხვლიტება,
როგორც
შენი მომავალი ცოლის ნაქსოვი შალის წინდები
ეს იმიტომ რომ მივეჩვიე ნიკოტინს
ვწოვ მას ისე ელეგანტურად
როგორც
შენი მომავალი ცოლის დაჩენილი ბავშვები ძუძუს
მას ისე დასრისავ,
როგორც
ოდესღაც ჩემი კარის წინ დაგებულ ტილოს
და მოჩვარდება...
ცოტა ხანში შენს კართან მოახლოვებას
დაელოდება შენი ცოლი,
საწოლში მოკუმშული
და შენი გასაღების ჩხარუნზე
მიხვდება
თუ როგორ მიწყო გულმა რეჩხი
როცა პირველად მითხარი მიყვარხარო
ხანდახან ეჭვი მეპარება
ვიყავი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე უარესი
არადა შენი მომავალი ცოლი
საუკეთესოს მოგცემს თავისას
ცხოვრება გაგრძელდება:
ის ყოველდღე გამოგიცხობს ნამცხვარს
ფაფუკსა და ტკბილს
ისეთს, როგორი ძილის გამოცხობაც მე ვიცი,
ყოველთვის კარგად გაახამებს თეთრეულს
და შენ გაგახსენდება ჩემი სახის მიტკალი
მერე ნელ-ნელა დაგიწყებს კითხვას
"როდის მოხვალო"
ზუსტად ისე
როგორც
ჩემი საკითხავი ყოფნა-არყოფნა
ოჯახში კი ისე იტრიალებს
როგორც
ჩემს გარშემო ყველაფერი
ბიუჯეტის დაყოფასაც ისე მოურიდებლად დაუოსტატდება
როგორც
მე გისვამდი უღრუბლო ცის ქვეშ
ინტიმურ შეკითხვებს,
აი მაგალითად:
ნეტა შენი მომავალი ცოლი ისე ათავებს შენთან როგორც
მე ამ ლექსს?
თუ ასეა, მაშინ მე ეჭვი შემეპარება
ვიყავი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე უარესი,
თანდათან კი შენი ცოლი დაგიწყებს დაყვედრებას
თუ როგორ მოგცა მან ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო...

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

BASTI2 (29)
თანდათან კი შენი ცოლი დაგიწყებს დაყვედრებას
თუ როგორ მოგცა მან ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო...,agaria :D:D:D: mec ese vayvedri chem qmars neta? :D:D:D: ox es colebi ra vart ra :D:D:D:
#3, 16.10.2011 - 19:07
მერე ნელ-ნელა დაგიწყებს კითხვას
"როდის მოხვალო"
ზუსტად ისე
როგორც
ჩემი საკითხავი ყოფნა-არყოფნა
ოჯახში კი ისე იტრიალებს
როგორც
ჩემს გარშემო ყველაფერი
#2, 16.10.2011 - 18:39
ვინ არის ავტორი?
#1, 16.10.2011 - 17:59
ar vici ise mqodna shnaxuli kompshi
16.10.2011 - 18:02
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.