Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან...

ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან.
წვიმამ მონატრება ციდან ჩამოფურცლა,
ჩვენით გაჟღენთილი სველი ქუჩებია...
დღეს რომ მოსახვევებს უხმოდ აწყდებიან,
როგორც გაფანტული, ქარში ხის ფოთლები
და ის ოცნებები, რაც ვერ დავიტიე,
ვმარცვლე, ვაჩურჩულე, სულის სიშორეში.
აღარ ღამდებიან ცაზე ვარსკვლავები,
მშვიდი თვალებიდან ვიწყებ გათენებას,
თუკი უსიტყვობით რამეს ვაშავებდი,
ახლა აღარ უნდათ გრძნობებს გაჩერება.
. . . ქარში ირევიან მოგონებები და
შენზე სურვილებიც ისევ ულევია,
ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.