Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

მთარგმნე თითებით

მთარგმნე თითებით
დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე
ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები,
სავსე სიშიშვლით

პარიზულია ეს წვიმები
და არომატიც მოფრანგულო დაჰკრავს ხასიათს,
ამინდებივით იზმორება ვნება სიბილწის
სისხლში,
მოდი და ამომაშრე სანამ სხვა გვერდზე,
ლონდონურ ჯანღში დაგეკარგოს
ჩემი სურვილი.

კოცნით დაკაწრე
გამომშრალი თხელი ტუჩები,
უდაბნოს ცხელი ნაქარევით რომ შეილესა
და მარტოობით უწყლოობა სჭირდა სასჯელად.

ლაყუჩებიდან
ცხელი სუნთქვით ამაცალე სულყველა ვნება,
სულყველა სიტყვა
შენს სუნთქვასთან ნამუსაყრილი
ჩემში გველივით რომ იზლაზნება,
და ყველა კვნესა
თავდაკარგული
ფილტვებიდან ნაწილ-ნაწილ რომ იბოლქვება.

მთარგმნე თითებით
დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე
ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები,
სანამ მომბერზდი
ესპანური ტემპერამნენტით...
სანამ შენი ვარ

მთარგმნე თითებით...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.