Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ჩემი და, ჩემთვის და ჩემით არსებული...

უძლევ უძილობით,

გრძნობის უძირობით და

სიტყვაძვირობით

ცრემლთა დადენამდე მიყვარხარ...

და უტყვი ჩემი სიყვარული,

ვით ტყვია უსროლი

ვერ აღწევს შენამდე...

ჯაჭვის პერანგივით მიცავს სიმყუდროვე

მიცავს არყოფნისთვის

ბინდში მობინადრეს...

და ვკვდები უდროოდ...

და ვკვდები უდროოდ...

და ვკვდები უდროოდ...ვკვდები სიკვდილამდე...

ვაი,რომ შენც კვდები,

შენც კვდები ასევე,

შენც კვდები დაუმცხრალ ვნებით ავსებული,

რადგან ჩემს შემდეგ ვეღარ იარსებებს

ჩემი და, ჩემთვის და ჩემით არსებული...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.