Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ქართულად ასე არ ტოვებენ... გამეტებით...

ქართულად ასე არ მიდიან-
ერთი ხელის მოსმით,
გამეტებით,
ესპანურ ღიმილით-დარდებიან,
ჯიუტ ინგლისური მდუმარებით,
უზადო ფრანგული მანერით და...
ქართულად ასე არ მიდიან...

მერე კავკსიურ დაჯერებით
ვითომ მარტოობის გასალეწად,
ღამეს არ ინდობენ ხელმოცარულს...
სითბოს არ ლესავენ ხანჯლის პირზე,
რომლითაც მკერდი გააპეს და
გული სიცოცხლისგან ჩამოცალეს...

წვეთ-წვეთ სიცოცხლისგან დაწრიტეს და
როგორც გადახლეჩილ ბროწეულში, ტკივილებს სისხლისფრად გაუჟონავს...

შენ კი...
შენ ხომ...
განა რამე არის-
ერთხელ არსაიდან მოხვედი და
სითბოდ ქარვისფერი მოიტანე...
ახლა წითელ ნაჭერს აცეკვებენ,
შენი ხელგაშლილი ფანტომები,
სადღაც,ჩემს იქეთ კი აბდაუბდად
ბოლო საღი აზრიც გაფანტულა...
თორემ,
სუნთქვა სულ არ მიგუბდება,
თორემ,
მართლა კი არ მენატრები,
უბრალოდ,
გეძებ სიზმრებში და...
ქართულად ასე არ ტოვებენ...

გამეტებით...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.