Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

მიწას რომ ავშორდი სხეულს სტკივა,

ხედავ,
მიწას როგორ დავენარცხე,
ვნებას აყოლილი ქარტეხილი,
წადი,
წადი,უხმოდ გამეცალე,
სული დამიამე ჩატეხილი.
ნამი სალბუნივით დააფინე,
დაჭრილ ბალახებზე
მოვერცხლილი,
ღრუბლებს გაუფანტე ნისლები და
მთებზე დააგლისე მოთქვეფილი.
წადი,
მზე დაკერე ქალის ტანზე,
მოეფერე სხივით- ატეხილით,
ზეცა ხელისგულზე დაუცალე,
ღილი შეუხსენი გატეხილი.
წადი,
შეუკვეთე გაზაფხული,
მარტზე ჩამოშლილი
აპრილის თმა,
წადი,
დაესესხე ხასიათი,
მარტის ხასიათმაც გამოისხა.
წადი,
ჩემს მეორად სამყაროდან,
ცოდვა შეგრძნებების
თავში მიქრის,
ფილაქანზე ხატე მაგ თითებით-
ჩრდილი,სანამ ტალახს
გამოივლის.
წადი,
გააცილე ნაოჭები,

წლების უებარი საშუალება,
ღმერთო,
გასულელდა ეს გრძნობები,
უსინდისო ვიყო ,მეშარება.
წადი,
ჩამობერტყე ნატვრის ხიდან,
ჩემი მსხმოიარე იმედები,
სიკვდილს დავუჯდები ბოგირთან
და
რიგში ჩავუდგები კლიენტების.
წადი,
შემიყვარდი, ამ განცდებში
მიწას რომ ავშორდი
სხეულს სტკივა,
ჩემი მოხიბვლა ხომ შეიძელი,
როცა ბავშვურობდი კაცის მიღმა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

SerNuka (48)
წადი,
წადი,უხმოდ გამეცალე,
სული დამიამე ჩატეხილი.
ნამი სალბუნივით დააფინე,
დაჭრილ ბალახებზე
მოვერცხლილი,
ღრუბლებს გაუფანტე ნისლები და
მთებზე დააგლისე მოთქვეფილი.
#1, 17.10.2011 - 01:00
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.