Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ქუჩა - ქუჩა ჩემს სიყვარულს დაათრევს.

შენი გული თითქმის აღარ მეძახის,

მელოდია აღარ მართობს წვიმის.

ქარი გზაზე დაგადევნებს ჩუმ ძახილს,

ჩემს გულში კი უსაშველოდ კივის.

რა ვქნა თუ ვერ ამისრულე რაც მსურდა,

გამიხუნე ოცნება და განცდა

მიილია გაზაფხული... დასრულდა,

გზა აებნა და ჩემს ჭიშკარს გაცდა.

არიგებენ შემოდგომის ქარები

ყვითელ ფოთლებს, სავიზიტო ბარათებს

და ფოთლები ქარზე აყოლილები,

ქუჩა - ქუჩა ჩემს სიყვარულს დაათრევს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.