Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natkinutki blog

ცხოვრება გვეკაიფება! :))

ახლა ავდგები და ვიყვირებ რომ,სამყარო ვარდისფერია და არა ლურჯი...რომ მზემ ლაპარაკი იცის და ხანდახან მღერის კიდეც...დავივლი ვიწრო ქუჩებს და ხალხს გავაფრთხილებ,რომ დრო საცდურია და თუ ყველა საათს დავტეხავთ მილიონი წელი გავძლებთ. მთელი დღე ვიყვირებ და იქნებ შეიგნონ რომ ფანტაზია ეს იგივე რეალობაა,სამოთხე კი აქვე ვარსკვლავებს მიღმაა...გიჟივით დავირბენ მთელ სამყაროს და მოვძებნი ადამიანებს,რომლებსაც ერქმევათ ,,ცოტა ვერ არის,, და ჩვენ ერთად დავაიგებთ აბებს,რომლებიც კურნავს ცალმხრივ სიყვარულს. ბოლოს შევიკრიბებით ყველანი უზარმაზარ მინდორზე და ხალხს სიმთლეს ვეტყვით პირში,რომ ეს შავი ფერი არ უხდებ მათი სახის მოყვანილობას და იქნებ წითელი შემოიღონ მოდაში. ჩემი ერთი მეგობარი სახელად ,,აფრენს,, კი გოგონებს ყურში ჩურჩულით შთააგონებს რომ ტუჩები დაპრუწვის გარეშეც მშვენივრად იკოვნება...ჩვენი ,,დისკოთეკა,, დიდ ხანს გასტანს,სალსას ვიცეკებთ გრანელის რითმებზე და როცა მთვარე ბინდს გაანათებს, ერთმანეთს ჩავხედავთ ნასვამ თვალებში... შემდეგ იქნება სიცილი, კისკისი... ხალხი მიხვდება, რომ ცხოვრება ყველას ერთნაირად გვეკაიფება!!! :))

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

magaria : )
#2, 30.10.2012 - 04:20
გაიხარე :))
30.10.2012 - 04:23
BASTI2 (29)
ვიცეკვებთ გრანელის რითმებზე და როცა მთვარე ბინდს გაანათებს, ერთმანეთს ჩავხედავთ ნასვამ თვალებში... შემდეგ იქნება სიცილი, კისკისი... ხალხი მიხვდება, რომ ცხოვრება ყველას ერთნაირად გვეკაიფება!!! :))dzaaalian magaria...:))
#1, 17.10.2011 - 12:11
:))
25.10.2011 - 00:46
 

User
offline
offline natkinutki (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.