Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog
მეტად საინტერესოა...
მრავალწერტილები (როგორც წამები)
რომელიც წავიდა, რომელიც გადის,
რომელიც მერეც მოვა...
თავის კონტექსტებით,
მოვა "ჭიტა"-სავით,
წერტილების შინაარსი
გაჟღერდება ფელეტონად.
ოდესმე მოეწყობა მსგავსი ვერნისაჟი,
ევოლუციის პიკზე მყოფი წამის,
რომელიც ნელნელა იქცეოდა
მრავალწერტილებად
- ჩემს, შენს და მის
მარადისობებად,
სიკვდილებად,
სიცოცხლეებად...
და გადიოდა...
წამი, წამი, წამი...
გგონია შენ თვლი მათ, არადა...
ისინი გთვლიან - ვნებებად,
ნაოჭებად და აგერ,
მეც ავყევი მას ჩემს თვლაში,
მე მხოლოდ ვითვლი
წამებს - ტკივილის,
წამებს - ბედნიერების
და უბედობის,
31 წლიდან 1 თვე მე გამოვთვალე,
დანარჩენი თვალოს ისევ წამებმა, როგორც აქამდე...
მრავალწერტილიანი კონტექსტებით...
ფეხებზე მკიდია!
წამი...
წამი...
წამი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.