Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nnattikko blog

......................

დამარცხებული დეპრესია იგრძნობა ჩემში,
მიქუხს სიწყნარე მყუდროებით განამწარები.
ეს სიკვდილია, დამიჯერეთ, გულიდან ვერ ვშლი,
არადა დროა ამ სიკვდილის გარდაცვალების.

როდის წამსკდება თვალებიდან უაზროდ ცრემლი?
როდის გავხდები მატიანე საკუთარ თავის?
გაქრა ის ღმერთი ადრე პატივს რომელსაც ვცემდი
და ხალხმა ეშმაკს ვერცხლზე ისევ ევაჭროს ლამის.

ადამიანი იბადება - ფილოსოფიად,
ამომივიდა ყელში უკვე ამდენი სიბრძნე.
ჩემი სიცოცხლეც შემართული თითქოს თოფია,
გასროლაც რომლის გულის თითო ფეთქვაში ვხიზნე.

ღამეა ყველგან, ღამეა და როგორი თანაც.
გინახავს ღამით კანს გიწვავდეს სხივები ცხელი?
არ აფასებენ არანაირ დიდსა და მთავარს,
საკუთარ თავსაც პოეზიით თუ ვეღარ შველი -

სად არის აზრი, ღმერთო? გვნახა უღმერთოებამ.
ასე ვითომ და უიმედოდ რომ ზიზღით გვმოსეს.
ჩვენი სურვილით თითო–თითოდ მცნება გვტოვებდა
და ზურგს ვაქცევდით თითქოს ჩვენგან ზურგით მდგარ მოსეს.

მე მეშინია ჭეშმარიტად იმ დროის ღმერთო,
"შემიწყალესაც" რომ ვერ გეტყვი ერთხელ თუნდაც და
ეს ერთი მაგრამ „ერთი“ ახლა იმდენად მეტობს,
არ გაგიკვირდეს ათასობით საზღვრებს თუ გაცდა.

იქნებ მიმიხვდით, რაც მინდოდა მეთქვა, არ მეთქვა.
ფარისევლური აქ სიტყვების გარდა მეც ვარ და,
პოეზიაა უძილობის ძღვენი ღამეთა
და ის სიკვდილი მე რომელიც გარდამეცვალა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nnattikko (28)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.