Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება....

მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება, რომ ჩამომრეცხოს და დამატყოს სველი ღარები, რომ დამაბეროს, რომ ბავშვობა მექცეს წარსულად და აწმყოსა და წარსულს შორის ჩადგეს კარები. მე სიცოცხლეში მინდა მხოლოდ თბილი ფერება, თბილი ხელები, რომ გალობა შემაძლებინოს, რომ მომავალმა არ იჩქაროს წამის ბერება, საათის ისრებს ჩუმი ფეთქვა შეაწყვეტინოს. მე მონატრებად მინდა მექცეს ბედნიერება, და სევდად მხოლოდ მონატრება ბედნიერების, რომ ეს ბავშვობა უბერებლად იქცეს ერებად, შვილთაშვილებმა არ დაჰკარგონ წესი ფერების. წლები კი გადის და იცვლება ჩვენი ფერებიც, სითეთრე ჩუმად ჩამოგვათოვს ერთფეროვნებას და სანატრელი გაგვიხდება სურნელი წვიმის, როცა ბავშვობას ჩაგვიხატავს დიდ-ფეროვნება. მე მხოლოდ თბილი ბუდე მინდა, თუნდაც ჩხირების, არც მოქარგული, არც ნალესი ძვირფასი ქვებით, და მხოლოდ ჩემი ჩიორა და მისი ბარტყები, თბილი თვალებით, ნამთვრალევნი თბილი ფერებით. ავტორი: გიორგი ბოგველი


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.