Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

სიძულვილმა სათნოება წალეკა, მართალს შერცხვა აღიაროს სიმართლე.

სიძულვილმა სათნოება წალეკა, მართალს შერცხვა აღიაროს სიმართლე. მლიქვნელობა კი ტყუილით გამეფდა, მოგვაშუქა ფარისევლის სინათლე. ხელს არ ვუშლით, მლიქვნელობით მოგვხიბლა თითქოს ჩვენი დამცირებაც ვუმადლოთ… ის სიმართლის ნაპერწკალიც მოგვიკლა , ჩვენ ტყუილით ტყუილს ვნიღბავთ უფალო დავივიწყეთ ყველა, შენი სიტყვებიც, ვისაც ახსოვს, ისიც განზრახ ივიწყებს. ბოროტების შავ ბუნაგად ვიქეცით, სატირალზე შემზარავად ვიცინეთ, არც სინანულს აღარ ვაძლევთ გასაქანს, სხვა მშივრებში ჩვენი მუცლით ვამაყობთ, სიცრუეში ვეძებთ ისევ სამალავს, სიცრუეში, სიმართლისგან სადღაც შორს…. თუ აქედან ხსნის გზას ხედავ, უფალო, გთხოვ, დაიხსნა კიდევ ერთხელ შვილები, კიდევ ერთხელ იმათ მაინც უშველო, ვისაც შერჩა დღემდე შენი იმედი. სტოპა ჩილინგარაშვილი


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.