Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ushangi blog
სიკვდილმა უთხრა ასი წლის

შეზარხოშებილ კაცსაო,
- კაცო გეყოფა სიცოცხლე
ჯერი დაუთმე სხვასაო!

-შუბლი შეიკრა მოხუცმა
არცა ჰო უთხრა არც არა,
ღვინით შეივსო ყანწი და
სულმოუთქმელად დაცალა-

გადაიწმინდა ულვაში
დაკოჟრებული თითებით;
გვერდით მოისვა სიკვდილი
გამოწერილი "ქვითრებით".

უთხრა:- ჟერ მოდი დავლიოთ
ვადიდოთ უფლის ძალაო
და მერე გეტყვი იმ სოფლად
გამოგყვები თუ არაო.

აიღო ყანწი, შეუვსო,
სიკვდილს, ქაფქაფა ღვინითა,
ძალით ასვა და აყლაპა
მიქელგაბრიელს ღრინვითა.

ასეთი არცარა ესვა,
არც არა ჰქონდა ნახული,
ყლურწა და ყლურწა მიქელამ
წარაფი კარდენახული.

-მოხუცო! - უთხრა სიკვდილმა,
ყველა მწყევლის და მაძაგებს,
ჩემს დანახვაზე, ამ ქვეყნად,
ყველა ცოცხალი ძაგძაგებს.

შენ კი ასეთი გულადი,
რა დედამ გაგაჩინაო?
შიში კი არა პირიქით,
ჩემთან ერთადა მღერიხარ.

მოხუცმა ჩაიღიმილა,
ესიამოვნა შექება,
- რა შიშზე მესაუბრები,
თუ კი ეს ღვინო მექნება.

ბალღივით ვეთამაშები
ყურძნით დატენილ ვენახებს,
სანამ დოქაში ღვინო მაქვს,
ხელსაც ვერავინ ვერ მახლებს.

იცინეს იმხიარულეს,
სიბერე დაიხვალიეს,
მაცხოვრის სადიდებელი
სავსე ყანწებით დალიეს.

ღმერთები საიქიოში
ისხდნენ და ამათ ელოდნენ,
ესენი, მაგრად გამტყვრალნი,
მრავალჟამიერს მღეროდნენ..


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

magaria :D:D:D
#2, 20.10.2011 - 00:03
sopunpura (26)
aii udzaanmagresiiaa yvela yoveli fraza,yoveli strofii:*:*
#1, 19.10.2011 - 18:15
 

User
offline
offline ushangi (46)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.