Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lexso blog

ჩახუტება

მახსოვს შენი ჩახუტება
წრფელი გულით,
მთელ სხეულზე თრთოლვა კანის.
მაგ თვალებზე ამღვრეული ვნება, ჟინი,
და ლოყაზე დანატოვი ტუჩის კვალი,
სამწუხაროდ არ ნაცეკვი სალსა, ვალსი.
ჩემს მკლავებში მოქცეული შენი თავი.
გაყუჩება, იმ წუთების გაშეშება.
ტუჩზე კბენა, ვნებით კვნესა,
გულის ფეთქვა, წარსულ დღეთა მივიწყება.
არ შემდგარი განშორება,
არც თავიდან მოშორება,
მიტმასნება, მინასკვება,
შენი ხელში ატაცება,
გარინდება და კისერზე დაკიდება.
ისევ მახსოვს წრფელი გულით ჩახუტება.

16/10/2011 წ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

lexso (33)
gmadlobt... ;)
#1, 19.10.2011 - 15:47
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.