Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Buu2 blog

''ძაღლები''


''ძაღლები''
თუ ძაღლს ოდესმე მოფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით,
რა ერთგულებით მოგჩერებია.
რა სიყვარულით და მოკრძალებით!
იმ თვალებიდან არა ბრიყვული,
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები,
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არანაკლები,
ნუ მიიქცევი,სულო,საძილედ,
ძაღლივით ფრთხილად მიწექი კართან.
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ,
კუდის ქიცინის დ ყეფის გარდა.
იქნებ ისინი სხეულგაცვლილნი,
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებათ ახლა.
და იმ უხსოვარ ღალატისათვის,
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ,
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით,
თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს,
და უმახინჯებს ძაღლურ ცხოვრებას,
ზედმეტი ქება,ჯილდო,ტიტული,
ზედმეტი ზიზღი და ფუფუნება.
ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ,
და როგორც წესი მანქანით დაჰყავთ,
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ,
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს.
ცირკში ვარ...ძაღლი "ბისზე"გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან,
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას,
ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ან ჩინ-მენდლებით გაბღენძილ რაინდს.
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია,
სისხლით თუ არა ბუნებით მაინც.
ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტანული.
ჩანს:დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს,
ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს,
და ხშირად,ხშირად ფიქრებით დავდევ,
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს.
არსებობისთვის დაკბენილ თითებს,
ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მოვიდა სამსახურისთვის,
ადამიანო იყავი სათნო...!



Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline Buu2 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.