Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babilina123 blog

უბრალოდ... გიყვარდეს...

....გიყვარდეს ყოველთვის... გიყვარდეს ყველაფერი... გიყვარდეს არაფერი... გიყვარდეს და არ მოითხოვო სამაგიერო... გიყვარდეს უანგაროდ... არ თქვა, რატომ? უბრალოდ, გიყვარდეს... გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის... გიყვარდეს და მისით იცოცხლე, მისით იარსებე... ისე ძლიერ უნდა გიყვარდეს, რომ მისი ყოველი დანახვისას, გული გეკუმშებოდეს... თვალები სადღაც გაგირბოდნენ, სხეული პატარა ჩიტივით თრთოდეს... ტკივილამდე უნდა გიყვარდეს... უნდა გტკიოდეს, რათა იგრძნო... გრძნობ? ესე იგი, გიყვარს... შენ არ იცი, რატომ, როგორ, საიდან, რისთვის, ვისთვის? უბრალოდ, ასეა და მორჩა... შენ არ იცი და არც უნდა იცოდე... მან არ იცის და არც მან უნდა იცოდეს.. ის ერთდროულად ტკბილიც უნდა იყოს და მწარეც, უნდა გაცინებდეს და უნდა გატირებდეს... უნდა გიხაროდეს და თან გტკიოდეს, წუხდე... უნდა გრძნობდე და თან არ უნდა გრძნობდე... უბრალოდ, უნდა გიყვარდეს და მორჩა!.. აქ სიტყვები არ არის საჭირო... ეს უაზრო სიტყვები... ხშირად თვალები უფრო მეტყველებენ ყოველივეს, ვიდრე სიტყვები, ეს არაფრისმთქმელი ბგერები... უბრალოდ, სიტყვა ”მიყვარხარ” არაფერს ნიშნავს, ეს მხოლოდ სიტყვაა და მას ნებისმიერი ადამიანი იტყვის... თუ მართლა გიყვარს, მარტო სიტყვით კი არა, თვალებითაც აგრძნობინებ... თვალები ხომ ყველაფერს ხედავენ... რამდენ საიდუმლოს მალავენ... ამ მზერის უკან, ბევრი რამაა ნათელი... მათ ყველაფერი იციან, ისინი გრძნობენ, როდისაა სიტყვები საჭირო და როდის არა... ისინი გეუბნებიან, რომ გიყვარს... რომ უნდა გიყვარდეს... გაჩუმდი...არაფერი თქვა... უბრალოდ... გიყვარდეს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

zungo (37)
ხშირად თვალები უფრო მეტყველებენ ყოველივეს, ვიდრე სიტყვები,
#1, 26.10.2011 - 23:04
27.10.2011 - 18:28
 

User
offline
offline babilina123 (34)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.