Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
miltoni blog

შვილის სიყვარული

შვილის სიყვარული არ ნიშნავს მისი ყველა სურვილის ასრულებას. შვილის აღზრდა არ ნიშნავს მისთვის ყველაფრის აკრძალვას.იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს გაცნობიერებულად „კი“-ს თქმა, უპირველეს ყოვლისა მას „არა“-ს თქმის უფლება უნდა ჰქონდეს.რა თქმა უნდა, მშობლებსაც აქვთ „არა“-ს თქმის უფლება J .. მაგრამ, თუკი იტყვით „არა“-ს, მაშინ იყოს ეს მართლაც „არა“!შეუქმენით ბავშვს შემოქმედებითი გარემო და ნუ ჩაუქრობთ გაჩენი...ლ ინტერესსა თუ ინიციატივას. ასწავლეთ მოთმინება და ეცადეთ დელიკატურად დაეხმაროთ, როცა რაღაცის კეთებას ცდილობს.დაეხმარეთ თანატოლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ასწავლეთ, რომ იყოს მეგობრული კოლექტივში.ეცადეთ გაიგოთ, რაში მდგომარეობს თქვენი შვილის პრობლემის მიზეზი; რას უკავშირდება მისი აგრესია და საკუთარი თავის მიუღებლობა, რა აწუხებს მას.გაითვალისწინეთ მისი ინდივიდუალურობა, ეცადეთ ყოველთვის გაამხნევოთ და ტაქტიანი იყავით მასთან ურთიერთობის დროს.მაქსიმალურად ეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მას დაბალი თვითშეფასება არ ჩამოუყალიბდეს. ნუ აიძულებთ , რომ ზედმეტად დაკავდეს საყვარელი საქმით და ნუ დატვირთავთ მას.მშვიდად შეხვდით თქვენი შვილის გუნება-განწყობილების ცვალებადობას და ასწავლეთ მას ემოციების კონტროლი.დაეხმარეთ , რომ ისწავლოს წაგება და ტრაგედიად არ აღიქვას ყოველი წარუმატებლობა. ყველა ღონე იხმარეთ, რათა შეამციროთ მისი ემოციური მგრძნობელობა.ყველაზე ბედნიერ მშობლად მიგაჩნდეთ საკუთარი თავი Jარ მოკვეთოთ ფრთები თქვენს შვილს- იფრინეთ მასთან ერთად.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

miltoni (45)
genacvalet eka "*
#2, 20.10.2011 - 14:30
eka------- (39)
1-
ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი
იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

2-
ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ.
თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის
სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ეს მადლიერების
შეუქცევადი კანონია.
3- თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.
4-
მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა საკუთარი
ძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთი შეიძლება
გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლები გამოცდილება აქვს.
5- არ დაამციროთ!
6- ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ შვილისათვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ. სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთ, თუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ.
7- თუ შვილისათვის ყველაფერს არ გაიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისად გაგიღიათ.
8-
შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ის
ძვირფასი ფილაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასში
შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.
9- უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარული. არასდროს გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გინდათ, რომ თქვენს შვილს გაუკეთონ.
10-
გიყვარდეთ საკუთარი შვილი, როგორიც უნდა იყოს იგი- უნიჭო, უიღბლო,
ზრდასრული. იხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი დღესასწაულია,
რომელიც ჯერჯერობით თქვენთან არის.
ანტუან ეგზიუპერი
#1, 20.10.2011 - 12:47
 

User
offline
offline miltoni (45)
ბრიტანეთის ოკეანეთი, British Oceania



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.