Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
usabuto blog
რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის,
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას,
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
სულყველაფერი კარგად იქნება!

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.