Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog

ოჰ, ეს ქარი!..უმიზეზოდ ატყდა დღესაც,
უმიზეზოდ ამიწეწა თმა და სული,
გულმოსულმა ჩაუქროლა ვერხვის ხესაც,
გაიტაცა თან ფოთლები შეყვითლული.
მაინც რისთვის ამოვარდა დღეს ეს ქარი?!
რატომ ჩნდება სწორედ მაშინ, რომ არ ელი?!
ამიბურდა ჩაკეცილი ფიქრის ძაფი,
აუშალა მოგონებებს საღერღელი.
და ეს ქარი...უცნაურად ატყდა დღესაც,
უცნაურად ამიწეწა თმა და სული,
როგორ მინდა, ჩადგებოდეს დღესვე ნეტა!
მომენატრა შენი თბილი ხმა და გული.


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

zura565 (33)
როგორ მინდა, ჩადგებოდეს დღესვე ნეტა!
მომენატრა შენი თბილი ხმა და გული.
#2, 20.10.2011 - 15:54
maniavalia (56)
madloba
#1, 20.10.2011 - 15:40
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.