Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sikrijia blog

სიცოცხლის გარდა


სადღაც ვიდექი ტიალ მინდორზე,
ქარი სხეულებს ნიავით მწვავდა,
რაც გამაჩნია სულ შენ მიბოძე,
სულ ყველაფერი სიცოცხლის გარდა.

ამინდი იცვლის ფერს და ხასიათს,
(ღრუბელიც თითქოს ღრუბელს არ ჰგავდა)
სისველეს ვმატებ ბალახს ნამიანს,
ყველაფერს ვმატებ სიცოცხლის გარდა.

აქვე, ჩემს ახლოს რწმენა ვიპოვე,
რწმენა ვიპოვე ადრე რომ მწამდა,
ყველაზე ახლოდ მტკივა სიშორე
და ეფარება სიცოცხლის ფარდა.

ეფარება და მაინც ჩანს ხოლმე,
სული დგას წინ და ხანდახან ლანდავს.
მინდა დროდადრო, ცოტა ხნით ვთოვდე,
ყველაფერს ვთოვდე სიცოცხლის გარდა.

ბალახი ისევ მისველებს ფეხებს,
მიწაში მალავს სიმშრალის ნარგავს,
ბიჭუნა ისევ იმ გოგოს ეძებს,
გოგონა ალბათ „არ ვიცის“ ქარგავს.

დღე იყო, რაღაც მინდვრების მსგავსი,
ტიალი იყო, შეკრული ჩანდა.
მე წარმოსახვას მრავალჯერ გავცდი,
ყველაფერს გავცდი სიცოცხლის გარდა.

მიყვარხარ ალბათ,მგონი ასეა,
ვიცი, მე ვდგავარ ახლა იმ კართან,
რომლის სიცოცხლეც გაღებაზეა
და სიკვდილს ახლა გაუდის ვადა.


სადღაც ვიდექი ტიალ მინდორზე,
ერთი და მხოლოდ „მიყვარხარ“ მაკლდა.
ეს სიცოცხლეა შენ რომ მიბოძე,
აქ ყველა ცოცხლობს სიკვდილის გარდა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline sikrijia (30)
საქართველო, თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.