Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ttuta blog

მზე გარდმოვიდა შენგნით...

აქ ქერუბიმის ფრთები

დამძიმდა, როგორც დაღლა,

იმგვარად მენატრები,

ტკივილს ავყავარ მაღლა...

მზე გარდმოვიდა შენგნით

და ჩემს ზამთარში ჩადგა.

გათბა დამზრალი ნეკნი

და გაიცრიცა დამღა,

სხივი კვეთს მრუმე ფარდებს,

გულში მახვილი დამკრავს,

ტკივილს ავყავარ ცამდე

და სიყვარული მკარგავს.

ისევ ვპოულობ ცისფერს,

დამრჩა ოდესღაც სადღაც...

მერე ქარებში ვიჭერ

საკუთარ სულს და ვხარჯავ...

და ქერუბიმის ფრთები

კვლავ მსუბუქია ახლა.

მზე გარდმოვიდა შენგნით...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.