Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ttuta blog

მალვინას მონოლოგი

პიერო,გაიხადე უჯრულა სამოსი,

პიერო, გავიქცეთ, გავიქვეთ, პიერო!

სიცოცხლისმიერო...

მე მტკივა შენი ობოლი ცრემლი,

შენი თვალების უძირო ფსკერი

და უმწეობა მტკივა, პიერო.

ხედავ? ბურატინოც არა ჩანს არსად,

არა ჩანს შემწე,

მე ლამის შავი ჩავიცვა კაბა...

დაეშვი ზეციდან,

გავიდეთ გზებზე,

გავიდეთ მზეზე...

შემზიზღდა სცენა, ლამის შემზიზღდეს

ჩემივე თავი,

ჩემი ტკივილი მოთქვამს და კვნესის,

შემეყინა თვალებზე ცრემლი,

ჩამკიდე ხელი...

ყარაბასი დგას სცენაზე, პიერო,

და დარბაზშიც.. გესმის? ბრბო ხავის.

სულისმიერო, სევდისმიერო,

გავიქცეთ, გავიქცეთ, პიერო!



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.